თბილისის "დინამო" და გიორგი რეხვიაშვილი: წერტილი დასმულია!

AutoSharing Option
გიორგი რეხვიაშვილი თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. ბოლო პერიოდში ის დიღმის ბაზაზე ვარჯიშობდა. როგორც ჩანს, მისით კმაყოფილი დარჩა გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და კლუბმაც შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

რეხვიაშვილს გულშემატკივარი ძალიან კარგად იცნობს. ამ 27 წლის ცენტრალურ მცველს არაერთ გუნდში უთამაშია.

საჩხერის "ჩიხურაში" ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ის თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "ბოლუსფორში" გადავიდა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო და შესაძლებლობები ვეღარ გამოავლინა.

საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე რეხვიაშვილს ძალიან ბევრი შეუძლია და მისი დაბრუნება "დინამოს" დაცვას აუცილებლად გააძლიერებს. მეტიც - თუ ოპტიმალურ ფორმას აღიდგენს,
რეხვიაშვილი, შესაძლოა, საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დილასაც არ აწყენდა ეხვიაშვილი...კაი ბიჭია წარმატებები დინამოში
gori
11:34 05-08-2015
0
ბატკანა კარგია მაგრამ უკვე მერამდენედ ? !

თორნიკე თუხარელი,გიორგი ხარაიშვილი,გიორგი ერისთავი და გუგა ფლავანდიშვილი დაიმატონ ჯობია თუ რამეზე აქვთ წელს პრეტენზია მოამავლი პოერსპექტივით
trilebs bumavs
11:21 05-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული