გორის "დილამ" სპარინგში თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე გორის "დილამ" მორიგი ამხანაგური შეხვედრა თბილისის "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართა და მეტოქეს ანგარიშით 2:1 სძლია.

ანგარიში შეხვედრის მე-19 წუთზე ულამაზესი გოლით გიორგი ნავალოვსკიმ გახსნა. 35-ე წუთზე, მისივე წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ სხვაობა ორბურთიანი ალექსანდრე კვახაძემ გახადა. მეორე ტაიმში "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო.

"დილამ" ამ შემადგენლობით ითამაშა:
შევჩენკო, კვირკველია, კვახაძე (კაპ.), პაპავა, ნავალოვსკი, ფალავანდიშვილი, გვალია, ღონღაძე, კურმაშვილი, მოდებაძე, კვირკვია.
შეცვლაზე შევიდნენ: ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი.

უმაღლესი ლიგის 2015/16 წლების სეზონის პირველ შეხვედრას საქართველოს ჩემპიონები
14 აგვისტოს, ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ გორში ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკა რაზმაძეს რატო არ ათამაშებ????? უჩა გამეცი პასუხი სირცხვილია არ დაკარგოთ ეგ ბიჭი მაგარი გულიანი მოთამაშეა ცოტა აზრზე მოდით ყველა ვინც მანდ ხართ.
bibo
23:17 09-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული