ვლადიმერ ლობასის "მერანი" სტარტისთვის მზადაა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლობასმა საბოლოოდ გაარკვია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონში ამ კლუბის ღირსებას დაიცავენ.

გეხსომებათ, ცოტა ხნის წინათ "მერანი" გვარიანად გადახალისდა. სამწვრთნელო შტაბს კვლავ უკრაინელი ლობასი უხელმძღვანელებს, გუნდის ფიზმომზადებაზე ბაჩანა ხელაია იზრუნებს, მეკარეებს კი არჩილ ღურწკაია დამოძღვრავს.

მაშ ასე, "მერანი" საქართველოს ჩემპიონატში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: თორნიკე ზარქუა, პიოტრ სევასტიანენკო;
მცველები: გიორგი პაჭკორია, თორნიკე შალიკაშვილი, გიორგი გეგია, ფირუზ მარაქველიძე, ირაკლი ციცხვაია, სერგეი კოტი, თეიმურაზ ჩხეტია, ვასიკო გოგოლიძე;
ნახევარმცველები: ლევან კუტალია, პავლე ხორგუაშვილი, მიხო რუხაია, გიგა წურწუმია,
ბექა ციკოლია, გაგა გაზდელიანი, თორნიკე ფაილოძე, შოთა გვაზავა, ლევან წოწონავა, ლაშა ჯღამაია, გივი შალამბერიძე;
თავდამსხმელები: დათა ციცხვაია, კონსტანტინე ბროლაძე, იმედა აშორტია.

მარტვილელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი - ცენტრალური მცველი გიორგი პაჭკორიაა. მას უთამაშია "გაგრაში", "ზუგდიდში", "სამტრედიაში"...

"გადაწყვეტილი ამბავია, რომ დეკემბრამდე "მერანში" ვიქნები. ვფიქრობ, კარგი გუნდი შეიკრა. ჩვენი მიზანი არ იქნება მხოლოდ ის, რომ გოლი არ გავუშვათ... სხვათა შორის, ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, "მერანში" რომ აღმოვჩნდი. მქონდა რეალური შემოთავაზება მოლდოვიდან, მაგრამ ეს ვარიანტი საბოლოოდ ჩაიშალა... გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლობასი ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენთან მეგობრობს, სასწაული იუმორი აქვს და ფეხბურთიც კარგად ესმის", - გვითხრა პაჭკორიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამარჯვებით გევლოთ ბიჭებო. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.ამინ.
merani
19:40 12-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული