გოჩა ხოჯავამ ქობულეთის "შუქურა" დატოვა და რუსეთში წავიდა

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ქობულეთის "შუქურამ" თავი რამდენიმე ცნობილი მოთამაშის ტრანსფერით მოიწონა.

ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრებში ნათამაშები (2 მატჩი) გოჩა ხოჯავა გახლდათ.

30 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარ "სახალინში" თამაშობდა. მან "შუქურასთან" ერთად შეკრება გაიარა და კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა, მაგრამ... მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ისევ რუსეთში წავიდა.

"დიახ, მართალია. ხოჯავამ რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. ის ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" ითამაშებს. ჩვენ რუსების მსგავს პირობებს ვერ შევუქმნით. სამწუხაროა, რომ დაგვტოვა, რადგან მასზე დიდ იმედებს ვამყარებდით", - ამბობს "შუქურას" დირექტორი რევაზ ჩელებაძე.

ხაბაროვსკის "სკა
ენერგია" ხოჯავასთვის პირველი რუსული კლუბი არ არის. სხვადასხვა წელს უთამაშია "როსტოვში" (2005), მახაჭყალის "ანჟიში" (2007-10), ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" (2010-11), ვლადიკავკაზის "ალანიაში" (2013-14), "სახალინში" (2014)... 2013 წელს კი, ერთი ხანობა, "სკა ენერგიაშიც" ირიცხებოდა. ასე რომ, მისთვის ნაცნობი კლუბია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული