გურამ გოშთელიანი: ეს არც მე მარგებს და არც "საბურთალოს"!

AutoSharing Option
საქართველოს XXVII ჩემპიონატის პირველივე ტურში "საბურთალომ" 3 ქულა მოიპოვა. გია ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა "ცხინვალს" 2:1 აჯობეს და უმაღლეს ლიგაში დებიუტი წარმატებით აღნიშნეს.

"ლელომ" კომენტარი გუნდის ფორვარდ გურამ გოშთელიანს სთხოვა. სწორედ მან გაიტანა პირველი ბურთი მეტოქის კარში და დიდი როლი ითამაშა გამარჯვების გოლშიც - მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

გოშთელიანი ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრების წვერია და კარგია, რომ ამ 18 წლის ნიჭიერმა ახალგაზრდამ უმაღლეს ლიგაში ასეთი რიხით შეაბიჯა.

"პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან დებიუტი იყო და, რა დასამალია,
ვნერვიულობდით, მაგრამ მეორე ტაიმში გავიხსენით და მივხვდით, რომ ასეთი გამოცდილი გუნდის დამარცხებაც შეგვეძლო.

მთავარი ისაა, რომ კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ და ბიჭები ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობთ. ამიტომაა, 90 წუთის განმავლობაში სირბილი რომ შევძელით. "ცხინვალი" ამის ხარჯზეც დავამარცხეთ და სწორი თამაშითაც.

მიხარია, უმაღლეს ლიგაში პირველივე შეხვედრაში გოლი რომ გავიტანე და მეორეშიც მონაწილეობა მივიღე, მაგრამ მთელი ჩემპიონატი წინაა და მე რომ მხოლოდ ამაზე ვიფიქრო და კმაყოფილი დავრჩე, არც თავად მარგებს და არც გუნდს", - ამბობს გოშთელიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი გურამ, წარმატებები, არასდროს შეჩერდე მიგჭეულზე, სულ წინ და წინ, ყველა ქართველმა ფეხბურთელმა იქნებ ესე იფიქროს
llcl
18:42 19-08-2015
0

სიახლეები პოპულარული