გორის "დილამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრის პირველი ტაიმი გორელთა გამარჯვებით დასრულდა. გოლით თავი ოთარ მარცვალაძემ გამოიჩინა. ბათუმელებმა გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს. 53-ე წუთზე მეტოქის კარი გიორგი ბერიაშვილმა აიღო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.
გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ოთარ მარცვალაძე (24), 1:1 გიორგი ბერიაშვილი (53)
დისკვალიფიკაცია: რომან ტაკიძე (დინამო ბთ)
"ლოკომოტივისა" და "დინამოს" თბილისური დერბი 20:00 საათზე დაიწყება.