29 აგვისტოს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა.
მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. მე-8 წუთზე ანგარიში მათე ცინცაძემ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 22-ე წუთზე "დინამოს" უპირატესობა ორამდე გიორგი ქვილითაიამ გაზარდა.
"დინამო" ორბურთიან უპირატესობაზე არ გაჩერებულა და 53-ე წუთზე გოლით უკვე გიორგი ჭანტურიშვილი გამოირჩა. ზუსტად 5 წუთში კი "საბურთალოს" კარში გოლის გატანა ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმაც მოახერხა.
საბოლოოდ შეხვედრა დინამოელების გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დასრულდა.
უმაღლესი ლიგის დანარჩენი მატჩები 30
წერეტ,რა უბედურებაა გაანადგურა.