უმაღლესი ლიგა. III ტური: თბილისის "დინამომ" "საბურთალო" გაანადგურა

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge
29 აგვისტოს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა.

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. მე-8 წუთზე ანგარიში მათე ცინცაძემ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 22-ე წუთზე "დინამოს" უპირატესობა ორამდე გიორგი ქვილითაიამ გაზარდა.

"დინამო" ორბურთიან უპირატესობაზე არ გაჩერებულა და 53-ე წუთზე გოლით უკვე გიორგი ჭანტურიშვილი გამოირჩა. ზუსტად 5 წუთში კი "საბურთალოს" კარში გოლის გატანა ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმაც მოახერხა.

საბოლოოდ შეხვედრა დინამოელების გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დასრულდა.

უმაღლესი ლიგის დანარჩენი მატჩები 30
აგვისტოს გაიმართება. მანამდე კი სატურნირო ცხრილის უპირობო ლიდერი თბილისის "დინამოა".
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჟურნალისტო! გაანადგურე მტერი, თუ გაქვს ერთი ადგილი,შინაურს მოფერება უნდა
vaxvax
30 აგვისტო 2015 13:18
0
მაქსიმე ქვილითაიამ გოლების გატანაც დაიწყო და ისიც თბილისის "დინამოში"? ძალიან უცხო ამბავია :)))
nikata
29 აგვისტო 2015 22:19
0
მაქსიმე კიარა გიორგი ქვილითაია
giorgi
29 აგვისტო 2015 22:04
0
საკართველოში დინამო უპირობოთ კველაზე ძლიერია,მაგრამ საუბედუროთ ევროპულ დონემდე ვერ კაჩავს, ამ სასტავით ევროტურნირებზე ვერაფრს მიაგცევს, აუცილებელია მინიმუმ 2-3 კარგი ლეგიონერის დამატება!
Unknown
29 აგვისტო 2015 21:14
0
გაანადგურა...ვინც ტკვენ ჟურნალისტობა დაგაბრალათ....კარგიტ ხალხო,ან დიდი ანგარისჰიტ მოუგო ან რამე და
წერეტ,რა უბედურებაა გაანადგურა.



gocha
29 აგვისტო 2015 21:06
0
საქართველოს ნაკრებმა მოუგო თბილისის ერთ-ერთი უბნის ძალიან კარგ გუნდს და არ გინდათ ეს გადაჭარბებული ;გაანადგურა; და ა.შ.მე დინამო ძალიან მიყვარს დიდი ხანია,მაგრამ გასანადგურებელი სადაც არის,იქ უნდა გაანადგუროს და გაგვახაროს.
გია
29 აგვისტო 2015 20:23
0

სიახლეები პოპულარული