უმაღლესი ლიგა III ტური: "ბათუმის" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
30 აგვისტოს საქართველოს უმაღლესი ლიგის III ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის "დინამომ" ქობულეთში უმასპინძლა ფოთის "კოლხეთს. ანგარიში მე-5 წუთზე გიორგი გაბედავამ გახსნა, ხოლო 34-ე წუთამდე ბათუმელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა გიორგი ბერიაშვილმა. მეორე ტაიმში გოლები აღარ გასულა - 2:0.

ბათუმელებმა 3 ტურში 7 ქულა მოაგროვეს, ფოთელებს კი ჯერ ქულა არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ წინა დღით თბილისის "დინამომ" დიდი ანგარიშით მოუგო "საბურთალოს" - 4:0.

დინამო ბ.-კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 გაბედავა (5), 2:0 ბერიაშვილი (34)

სიონი-შუქურა 2:0
ჩიხურა-მერანი 3:0
გურია-საპოვნელა 3:0
სამტრედია-ლოკომოტივი 3:2
ცხინვალი-ზუგდიდი
5:1

ტორპედო-დილა 20:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბათუმი!!!!!!!!!!!
ელოდეთ ტორპედოს ჩამოსვლას და მორიგ მარცხს :)
კახა
11:33 31-08-2015
0
მერანის გულშემატკივრების გასაგონად, გთხოვთ, რომ ბიჭებს ანუ ფეხბურთელებს ნუ გაუბრაზდებით. ეს ყველაფერი არის იმის მიზეზი, რომ მწვრთნელის პირად საქმეებში ერევა ის პიროვნება ვინც არ უნდა ერეოდეს. ანუ მწვრთნელი თვითონ დამოუკიდებლად ვერ აყენებს შემადგენლობას. თუ ასე გაგრძელდა და მწვრთნელს არ მიეცა საშუალება , რომ თვითონ აირჩიოს შემადგენლობა გუნდი საკუთარ შესაძლებლებობას ვერ დადებს. თავისუფლება ლობას, აი ეს არის მთავარი გუნდში.
?????!!!!!!?????
21:23 30-08-2015
0

სიახლეები პოპულარული