15:01 31-08-2015
დინამო (ბთ)-კოლხეთი 2:0 - როგორც მოსალოდნელი იყო... [VIDEO]
AutoSharing Option
ბათუმელებმა ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გიორგი გაბედავას გოლით გახსნეს - 1:0. მას გატანის შანსი მე-18 წუთზეც ჰქონდა, როცა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კოკა სეფიაშვილმა 10-იოდე მეტრიდან უძლიერეს დარტყმულზე უჩვეულო რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია.
სეფიაშვილი ფოთელთა რიგებში ყველაზე გამორჩეული იყო. მას კიდევ არაერთხელ მოუხდა დინამოელთა შეტევების განეიტრალება და რომ არა ის, "კოლხეთი" გაცილებით დიდი ანგარიშით წააგებდა.
ბათუმელთა შორის კი გაბედავა გამოირჩეოდა, რომელმაც 29-ე წუთზე შეტევა წამოიწყო და ნიკა დიასამიძეს მარჯვენა ფლანგზე გაუგრძელა პასი, ამან კი საჯარიმოსთან ისევ მოდებაძეს დაუბრუნა ბურთი - დარტყმა მცირედით ასცდა მიზანს.
34-ე წუთზე ბათუმელთა შეტევებმა მეორედაც გამოიღო შედეგი. სწრაფი შეტევა ულამაზესი გოლით დასრულდა - მოედნის ცენტრში შონია-გაბედავას შეტევა მარცხენა ფლანგზე ბექა ჭკუასელმა გააგრძელა, საჯარიმოსთან მოძებნა გიორგი ბერიაშვილი, რომელმაც დარტყმა არ დაახანა და თავისიანებს ვეღარც სეფიაშვილმა უშველა - 2:0.
აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა თავდამსხმელმა 3 მატჩში მე-5 გოლი გაიტანა.
მას მეორე ნახევარში დუბლის შესრულებაც შეეძლო, თანაც - ორჯერ. პირველად ბერიაშვილი გაბედავას გადაცემის დაგვირგვინებას ცდილობდა, მაგრამ სეფიაშვილმა ბურთი კიდევ ერთი გასაოცარი ნახტომით მოიგერია, მერე კი ის ჭკუასელმა დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბერიაშვილმა ეს შანსიც ხელიდან გაუშვა.
76-ე წუთზე კი სეფიაშვილმა ანგარიშის გაზრდის საშუალება უკვე შონიას არ მისცა.
ბათუმელთა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავა შეცვლაზე შესულმა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ლუის ალბერტომ, რომელმაც ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ვერაფერს გამორჩა.
"კოლხეთმა" კი რეალური საგოლე შანსი მხოლოდ 89-ე წუთზე შექმნა, როდესაც დინამოელთა მეკარე მიხეილ ალავიძემ საჯარიმოს სიახლოვიდან მამუკა ღონღაძის ძლიერი დარტყმული მოიგერია და ბათუმელები გოლისგან იხსნა.
დამატებულ დროში კი, გიორგი ლემონჯავას ჩაწოდების შემდეგ, ალეკო კოშკაძემ შეუტია. ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ამბერკი ინჯიბაშვილმა სცადა ბედი, მაგრამ ალავიძეს ვერც მან აჯობა.
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
30.08. ქობულეთი. "ჩელე არენა". 500 მაყურებელი
დინამო (ბთ)-კოლხეთი 2:0
გოლები: 1:0 გაბედავა (5. დიასამიძის პასით), 2:0 ბერიაშვილი (34. ჭკუასელის პასით)
დინამო: ალავიძე - ქავთარაძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი - დიასამიძე (59. თევდორაძე) შონია, ვარშანიძე, ჭკუასელი (77. ლუის ალბერტო) - გაბედავა, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ჩირიკაშვილი, მახარაძე, კვანტალიანი, ტეტუნაშვილი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
კოლხეთი: სეფიაშვილი - გ. კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა - გოგონაია (74. ინჯიბაშვილი), გ. გურეშიძე (68. გოროზია) - პოლოლიახი, კოშკაძე, ნ. სიჭინავა - კალაჯიშვილი (46. მ. ღონღაძე).
სათადარიგოები: გოროზია, ღონღაძე, ინჯიბაშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილებები: კილასონია (38), გოგონაია (38), გოროზია (70)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ა. იაშვილი (დინამო თბ) 3
მ. ცინცაძე (დინამო თბ) 3
IV ტური
11 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-გურია
მერანი-დინამო (თბ)
12 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-შუქურა
საპოვნელა-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დილა-ცხინვალი
დინამო (ბთ)-ტორპედო
საბურთალო-სამტრედია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა სეფიაშვილი, ალავიძეც არ გამოიძახა....
0
0
კოკა სეფიაშვილი საქართველოს ნაკრებში
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული