დილა-ტორპედო 5:1 - გოგიტა გოგუა გოლით დაბრუნდა

AutoSharing Option
გო­რის "დი­ლამ", თენ­გიზ ბურ­ჯა­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე, ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" უმას­პინ­ძ­ლა და მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს შან­სი არ და­უ­ტო­ვა - 5:1.

თა­მა­ში "დი­ლას" უპი­რა­ტე­სო­ბით და­იწყო და უკ­ვე მე-8 წუთ­ზე და­წი­ნა­ურ­და კი­დეც. გო­რელ­თა ახალ­წ­ვე­ულ­მა გო­გი­ტა გო­გუ­ამ გა­და­ა­წო­და ირაკ­ლი მო­დე­ბა­ძეს, რო­მელ­მაც კა­რის გას­წ­ვ­რივ ჩა­ა­წო­და და გი­ორ­გი ნერ­გა­ძემ ბურ­თი სა­კუ­თარ კარ­ში ჩაჭ­რა.

მე-16 წუთ­ზე ქუ­თა­თუ­რებ­მა სა­ჯა­რი­მო­ში მო­დე­ბა­ძე წა­აქ­ცი­ეს. პირ­ველ ჯერ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ლემ გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა მსაჯ­მა დარ­ტყ­მა გა­ა­მე­ო­რე­ბი­ნა. ამ­ჯე­რად, სტუმ­რე­ბი გა­დარ­ჩ­ნენ - ბურ­თი რე­ვაზ თევ­დო­რა­ძემ მო­ი­გე­რია.

45-ე წუთ­ზე გო­გუ­ამ "დი­ლა­ში" დაბ­რუ­ნე­ბა გო­ლი­თაც აღ­ნიშ­ნა. მან
შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლა სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მა - 2:0.

მე­ო­რე ტა­ი­მის და­საწყის­ში თე­მურ ღონ­ღა­ძემ გო­რელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა სა­მამ­დე გა­ზარ­და, ხო­ლო 67-ე წუთ­ზე ის­ლამ მა­შუ­კოვ­მა რო­მან ახალ­კა­ცის გა­და­ცე­მა გა­მო­ი­ყე­ნა - 4:0.

ტორ­პე­დო­ე­ლებ­მა პრეს­ტი­ჟის გო­ლის გა­ტა­ნა (ოთარ კვერ­ნა­ძე) მო­ა­ხერ­ხეს, თუმ­ცა ეს არ ყო­ფი­ლა ამ სპა­რინ­გის ბო­ლო წერ­ტი­ლი - გი­ორ­გი კურ­მაშ­ვილ­მა ქუ­თა­ი­სე­ლებს მე­ხუ­თე­დაც გა­მო­ა­ტა­ნი­ნა ბურ­თი ბა­დი­დან - 5:1.

დი­ლა: მუჯ­რიშ­ვი­ლი, ღონ­ღა­ძე, თო­მაშ­ვი­ლი, ქარ­ქუ­ზაშ­ვი­ლი, ხურ­ცი­ლა­ვა, გო­გუა, ძა­რია, გვა­ლია, ნო­ნი­კაშ­ვი­ლი, მარ­ც­ვა­ლა­ძე, მო­დე­ბა­ძე; შეც­ვ­ლა­ზე: მა­შუ­კო­ვი, პა­პა­ვა, კვა­ხა­ძე, სამ­ხა­რა­ძე, ახალ­კა­ცი, კა­პა­ნა­ძე, კურ­მაშ­ვი­ლი, დუ­დუ­ჩა­ვა.
ტორ­პე­დო (სას­ტარ­ტო): თევ­დო­რა­ძე, ტა­ბა­ტა­ძე, ადა­მა­ძე, ნერ­გა­ძე, ქი­მა­ძე, კლი­მი­აშ­ვი­ლი, კუ­ხი­ა­ნი­ძე, სი­ჭი­ნა­ვა, კირ­კი­ტა­ძე, კა­ხე­ლიშ­ვი­ლი, შინ­და­გო­რი­ძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამტრედია დინამოს თამაშზე რატომ არაფერს წერთ?
dato
11:46 08-09-2015
0
რა უნდა დაწერონ თბილისელმა ჟურნალიუგებმა, მათ ხომ გული ერევათ , როცა პროვინციული გუნდი ამარცხებს დინამოს :)

რაც შეეხება დილა-ტორპედოს თანაშს.
ძმებო ქუთაისლებო,ითამაშეთ კარგად და არ გექნებათ სალაპარიკო რომ ჩევნ არავის ვუყვარვართ და ყველა გვემტერებაო..სამტრო რა არის, უბრალოდ ლამაზი და მომგებიანი ფეხბურთი გაქვთ სათამაშო, ეგაა და ეგ.
jango
17:21 08-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული