როგორც უკვე იცით, "ლელომ" გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ჩემპიონატის ლიდერის, თბილისის "დინამოს" დამრიგებელი გია გეგუჩაძე დაასახელა. ეს აღიარება შემთხვევითი არაა - რაც ჩვენი პირველობა დაიწყო, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი შესანიშნავად გამოიყურება. გეგუჩაძემ "დინამოსთან" ერთად საქართველოს სუპერთასის მოგებაც მოასწრო.
აგვისტოს თვის საუკეთესო მწვრთნელს ჯილდო მწვრთნელთა განათლების კურსების ხელმძღვანელმა გაიოზ დარსაძემ
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი კი გახდა ალექსანდრე იაშვილი. მოკლედ დავწერთ - "დინამო" წარმოუდგენელია ამ ღვაწლმოსილი ვეტერანის გარეშე. იაშვილმა ჯილდო ჩვენი კოლეგის, ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ელენე ბილიხოძისაგან მიიღო.
დაჯილდოებას ჩვეული ოსტატობით უძღვებოდა ჩვენი კოლეგა გიგა გვენცაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"