აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს სექტემბრის ბოლომდე ერთობ გადატვირთული გრაფიკი ელოდებათ - ამ პერიოდში ჩემპიონატის სამი ტურის მატჩებისა და თასის მერვედფინალური შეხვედრების ჩატარება მოუწევთ.
ვნახოთ, როგორ წარიმართება მოვლენები, მანამდე კი IV ტურზე ვისაუბროთ, სულ მცირე, ორი საინტერესო მატჩი რომ გველოდება...
11.09. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 16:00
მერანი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
10: +1 =3 -6, 10:22
ტური მარტვილში დაიწყება, სადაც საპირისპირო "პოლუსზე" მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან მერანი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
10: +1 =3 -6, 10:22
მოკლედ, ამ წყვილის უპირობო ფავორიტად გია გეგუჩაძის გუნდი უნდა მივიჩნიოთ, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ წინა სეზონში "დინამომ" ვერც ერთი მატჩი ვერ მოუგო "მერანს". ეგ კი არა, მეორე წრეში სწორედ მარტვილში ნათამაშები ფრის გამო იყო, "დინამომ" ლიდერობა რომ დაკარგა და მერე ვეღარც დაიბრუნა...
11.09. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-გურია
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (გურია)
ურთიერთშეხვედრები
6: +6 =0 -0, 12:2
ამ სეზონის სტარტზე თუ რომელიმე გუნდისგან არ ველოდით წარუმატებლად ასპარეზობას, ეს, უპირველეს ყოვლისა, "ლოკომოტივზე" ითქმის (და ეს იმის მიუხედავად, რომ ეს ახალგაზრდული გუნდი უმაღლეს ლიგაში ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა). არადა, გუნდს მწვრთნელიც კვალიფიციური (ვასილ მაისურაძე) ჰყავს და შემადგენლობასაც ნამდვილად არაფერი დაეწუნება, თუმცა ფაქტი სახეზეა - "ლოკომოტივმა" სამივე მატჩი წააგო.ლოკომოტივი-გურია
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (გურია)
ურთიერთშეხვედრები
6: +6 =0 -0, 12:2
აი, "გურიის" სტარტს კი ურიგო ნამდვილად არ ეთქმის, მით უფრო, რომ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, კახა გოგიჩაიშვილს შემადგენლობაც, ფაქტობრივად, ახალი ჰყავს.
...დღევანდელ მეტოქეებს უმაღლეს ლიგაში ერთმანეთთან 2001/02 წლების სეზონის შემდეგ აღარ უთამაშიათ; საერთოდ კი, "ლოკომოტივს" შთამბეჭდავი უპირატესობა აქვს მეტოქესთან შედარებით: "გურიას" ყველა მატჩი მოუგო!
12.09. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 16:00
საპოვნელა-სიონი
ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან
ძნელი სათქმელია, თუ როგორი სტარტი ექნებოდა უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებულ "საპოვნელას", საშინაო მატჩები თერჯოლაში რომ ჩაეტარებინა; თუმცა, ეს თემა "სიონისთვისაც" არ არის უცხო, რამეთუ ქვემოქართლელებმა ორწლიანი პაუზის შემდეგ მხოლოდ ამ სეზონში მოახერხეს საშინაო შეხვედრების მშობლიურ ბოლნისში ჩატარება.საპოვნელა-სიონი
ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან
..."საპოვნელამ" სეზონის სტარტზე სამივე მატჩი დათმო; ახალი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონი" კი ჯერჯერობით წაუგებლად თამაშობს და ლიდერთა ჯგუფშიც სრულიად დამსახურებულად იმყოფება.
აქვე, იმასაც დავძენთ, რომ "საპოვნელა" და "სიონი" უმაღლეს ლიგაში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
12.09. თბილისი. "ბენდელა". 16:00
საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან
"საბურთალო" და "სამტრედიაც" პირველად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს უმაღლეს ლიგაში, თუმცა მხოლოდ ამის გამო არ უნდა მივიჩნიოთ ეს დაპირისპირება ტურის ცენტრალურ მატჩად; შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" გარდა, მხოლოდ "სამტრედიაა", სეზონის სტარტზე სამივე მატჩი რომ მოიგო. საბურთალო-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები: არ შეხვედრიან
არადა, გუნდის ახალი თავკაცის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, "სამტრედიის" შემადგენლობაში თითქმის 99 პროცენტი ახალწვეულია; თუმცა, ახლო წარსულში საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "სამტრედია" ჩინებულად ასპარეზობს და შედეგიანობასაც ვერ დავუწუნებთ იმერულ კლუბს.
ახალგაზრდულმა "საბურთალომაც" მშვენივრად დაიწყო სეზონი, მაგრამ გუნდმა წინა ტურში მტკივნეული მარცხი იგემა თბილისის "დინამოსგან"; ანუ იმის თქმა გვსურს, რომ "საბურთალოს" ახალგაზრდა თავკაცს, გია ჭიაბრიშვილს და მის ასევე ახალგაზრდა შეგირდებს რეაბილიტაცია ესაჭიროებათ საკუთარი ქომაგების წინაშე.
12.09. ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა". 16:00
ზუგდიდი-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
8: +1 =1 -6, 7:14
გამოცდილი მწვრთნელების, ბესიკ შეროზიას ("ზუგდიდი") და სოსო ფრუიძის ("ჩიხურა") "დუელი" საინტერესოდ უნდა წარიმართოს და ეს იმის მიუხედავად, რომ მეტოქეებმა სხვაგვარი სტარტი აიღეს მიმდინარე ჩემპიონატში. ზუგდიდი-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
8: +1 =1 -6, 7:14
იმის გარდა, რომ "ზუგდიდს" ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულა აქვს, გუნდმა ყველაზე მეტი გოლიც (11) გაუშვა; "ჩიხურა" კი არ ღალატობს ტრადიციას და, წინა სეზონების მსგავსად, ამჯერადაც საშინაო მატჩებში ასპარეზობს წარმატებულად.
12.09. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 16:00
კოლხეთი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =2 -1, 9:8
მეზობლების დაპირისპირებაც არ უნდა გამოდგეს უინტერესო: "კოლხეთს" ქულაც არ აუღია ჯერჯერობით და, საერთოდაც, გოლიც არ გაუტანია! კოლხეთი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =2 -1, 9:8
არა გვგონია, რომ "შუქურას" ამბიციური ხელმძღვანელებიც კმაყოფილნი იყვნენ სეზონის სტარტით: საგრძნობლად გაძლიერებულმა გუნდმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო და ორი წააგო.
ვნახოთ, რამდენად შეცვლის მდგომარეობას ქობულეთურ გუნდში მომხდარი საკადრო ცვლილება: ამ ცოტა ხნის წინათ "შუქურაში" ახალი მთავარი მწვრთნელი, თემურ შალამბერიძე მივიდა.
12.09. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 16:00
დილა-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
10: +3 =3 -4, 11:13
ორი ამბიციური გუნდის პაექრობა დიდ ინტერესს იწვევს: ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი "დილა" ასევე მაღალი მიზნების მქონე "ცხინვალს" უნდა დაუპირისპირდეს. ასევე საინტერესოდ უნდა წარიმართოს მწვრთნელების პაექრობაც: ახალგაზრდა უჩა სოსიაშვილი გამოცდილი კახა კაჭარავას წინააღმდეგ. დილა-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
10: +3 =3 -4, 11:13
"დილას" ფავორიტობა ვახსენეთ და არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონატში გამოცხადებული ამ პაუზის პერიოდში "დილა" საგრძნობლად გაძლიერდა ორი კვალიფიციური და უნივერსალი ფეხბურთელით: 32 წლის გოგიტა გოგუა გორელთა გუნდს ორწლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა, 26 წლის გულვერდ თომაშვილი კი - ერთწლიანი შესვენების შემდეგ.
12.09. ქობულეთი. "ჩელე არენა". 16:00
დინამო (ბთ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: დათა სიჭინავა (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები:
47: +13 =8 -26, 53:79
IV ტურის, უდავოდ, ყველაზე დამაინტრიგებელი მატჩი ქობულეთში უნდა გაიმართოს, სადაც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან. დინამო (ბთ)-ტორპედო
დისკვალიფიკაცია: დათა სიჭინავა (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები:
47: +13 =8 -26, 53:79
ორივე გუნდს მშვენიერი შემადგენლობა ჰყავს, აღარაფერს ვამბობთ მწვრთნელებზე: გამოცდილი შოთა ჭეიშვილი ("დინამო") და მისი კოლეგა გიორგი დარასელია ("ტორპედო") ჩვენს ჩემპიონატში გამორჩეულ სპეციალისტებად მიიჩნევიან.
"დინამომ" ისეთი სტარტი აიღო, როგორც ერთ-ერთ ფავორიტს ეკადრება. აი, "ტორპედოსგან" კი, ბევრი, ალბათ, უფრო მეტს ელოდა, თუმცა, ჯერ ხომ სეზონი წესიერად არც "გახურებულა".
ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩიც უნდა ვახსენოთ: წინა სეზონის მეორე წრეში, როცა ბათუმის "დინამოს" მშვენიერი სერია (ზედიზედ 6 მოგება) ჰქონდა, ეს სერია "ტორპედოსთან" საშინაო მატჩში შეწყდა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"