უმაღლესი ლიგა. IV ტური: "ლოკომოტივმა" ლანჩხუთის "გურია" დაამარცხა

AutoSharing Option
11 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის მატჩში თბილისის "ლოკომოტივმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და 3:0 გაიმარჯვა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე გოლები დემურ ჩხაიძემ, მამია გავაშელიშვილმა და ზვიად ქანთარიამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივმა" ამ სეზონში პირველი ქულები მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მე-4 ტური მარტვილის "მერანისა" და თბილისის "დინამოს" მატჩით დაიწყო, რომელიც "დინამომ" დიდი ანგარიშით, 4:1 მოიგო.

ტურის დანარჩენი 6 შეხვედრა 12 სექტემბერს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. IV ტურის წინ: სულ მცირე, ორი საინტერესო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული