ლამის პირველივე ხიფათი სტუმრებმა გოლად აქციეს: მე-15 წუთზე ექსგურული გიორგი მიქაბერიძის საჯარიმო დარტყმა აუღებელთა კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, მაგრამ ლანჩხუთელთა მეკარემ ბურთის შემაგრება ვერ შეძლო.
ამან "გურია" მთლად არია, თუმცა უკანა ხაზის არდამაჯერებელი თამაში ბოლნისელებმა პირველ ტაიმში მეტად ვერ გამოიყენეს.
სამაგიეროდ, შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გასვლა გურულებს შეეძლოთ, თუმცა ვანო წილოსანს მეკარემ არ გაატანინა.
მეორე ტაიმში უკვე სანდრო ბახიას "გასროლა" უკუაგდო ხარიხამ,
თავის მხრივ, შანსები სტუმრებსაც ჰქონდათ და შტურმზე წასული გურულები ბოლო წუთზე შეტევაში "გამოიჭირეს" - გიული მანჯგალაძემ ამ წყვილის გამარჯვებული, ფაქტობრივად, უკვე გამოავლინა.
თამაშის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, "გურიას" მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი დაითხოვესო, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა. თუმცა სამწვრთნელო შტაბმა გაფრთხილება მიიღო:
"გუნდის თამაშის ხარისხითა და შედეგით უკმაყოფილონი ვართ. არადა, "გურიაზე" უკეთესი პირობები ბევრს არ ექნება. ჩვენ არ ვერევით მწვრთნელის კომპეტენციაში, მას სრული თავისუფლება აქვს...
თუ "საბურთალოსთან" მომდევნო ტურის მატჩშიც გაგრძელდა წარუმატებლობა, სამწვრთნელო შტაბს მთლიანად დავემშვიდობებით და დადგება დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხიც", - გვითხრა ნამატჩევს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და იმავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
16.09. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-სიონი 0:2
გოლები: 0:1 მიქაბერიძე (15), 0:2 მანჯგალაძე (90)
გურია: გოგუაძე, გელაშვილი, ქურდაძე (75. ს. ბახია), ნოზაძე, კ. ხიზანეიშვილი, ლ. კობერიძე (46. რეხვიაშვილი), კილაძე, მოსიშვილი, ვ. წილოსანი, ჩაფიძე (58. ზაქრაძე), შ. ჯიქია.
სათადარიგოები: დაუშვილი, ლ. მჭელიშვილი, ჩადუნელი, წერეთელი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, ჯაფიაშვილი, საჯაია, მანჯგალაძე, ვასაძე, მიქაბერიძე, ო. კობახიძე (76. ჭიკაიძე), ისიანი (67. ტატანაშვილი), უგულავა (62. გაფრინდაშვილი).
სათადარიგოები: მერლანი, გოგობერიშვილი, შალამბრიძე, რაზმაძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: ხიზანეიშვილი (21), ჯიქია (50), გაფრინდაშვილი (68), მოსიაშვილი (82), საჯაია (82)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.
სხვა მატჩები
თბილისი. დინამო არენა
დინამო (თბ)-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 ჯიღაური (39. იაშვილის პასით)
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-ლიახვი (ცხ) 3:0
გოლები: 1:0 შერგელაშვილი (32), 2:0 რაჟამაშვილი (48), 3:0 მარკოზაშვილი (90).
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-ზუგდიდი 1:2
გოლი: 0:1 ბულია (32) 1:1 მოდებაძე (58), 1:2 თუთბერიძე (90).
მცხეთა. მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-დინამო (ბთ) 3:2
გოლები: 0:1 თევდორაძე (10), 1:1 კახაბრიშვილი (13), 2:1 ხაბელაშვილი (57), 3:1 ლებანიძე (63), 3:2 ლუის ალბერტო (78).
ჭიათურა. თემურ მაღრაძე
ჭიათურა-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 კირკიტაძე (73).
ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-ცხინვალი 3:1
გოლები: 0:1 ლექვთაძე (2), 1:1 ჩალაძე (27), 2:1 გუგუჩია (60), 3:1 ჩელებაძე (71).
ქუთაისი. ტორპედო
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
გოლი: 0:1 სარდალიშვილი (21), 0:2 ჭანკოტაძე (89).
საქართველოს თასის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრები 27 და 28 სექტემბერს გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"