13:20 21-09-2015
ტორპედო-კოლხეთი 1:0 - შედეგი კი, მაგრამ ხარისხი... [VIDEO]
AutoSharing Option
თავის მხრივ, "კოლხეთისთვისაც" პრინციპული შეხვედრა იყო, "კოლხებს" მიმდინარე ჩემპიონატში ჯერ არ მოუგიათ და ბუნებრიავია, მიზნის მისაღწევად ცდას არ დააკლებდნენ.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა ბევრი იბრძოლეს, მეტოქეს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება გიორგი დარასელიას გუნდს დარჩა.
შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ვეტერანი ფეხბურთელისა და წარსულში "ტორპედოს" მწვრთნელის თემურ კოხრეიძის ხსოვნას...
საწყის წუთებში მეტოქეებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, დათა სიჭინავას ძლიერი საჯარიმო დარტყმა სტუმართა მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილმა მუშტებით მოიგერია. პასუხად, სტუმრებმა ძალზე სახიფათო შეტევა განახორციელეს - გიორგი კილასონიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ნიკა სიჭინავამ ხელსაყრელი პოზიციიდან თავით დაარტყა და მიზანი ოდნავ რომ გაესწორებინა, "ტორპედო" გოლს ვერ გადაურჩებოდა.
თანდათან, დარასელიას შეგირდებმა უპირატესობა მოიპოვეს. მათი შეტევები ძირითადად მოედნის ცენტრიდან იწყებოდა, სადაც ბურთს გიორგი კუხიანიძე და დათა სიჭინავა აკონტროლებდნენ. ბევრს მოძრაობდნენ თორნიკე კაპანაძე და ოთარ კვერნაძე, მაგრამ "ტორპედოს" ფორვარდებს აგრესია აკლდათ.
კვერნაძეს გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, როცა ფოთელი მცველების შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმა სეფიაშვილმა მოიგერია.
ტაიმის შუაწელიდან სცენარი შეიცვალა. ფოთელებს ზედიზედ სამჯერ ჰქონდათ დაწინაურების შესაძლებლობა, კარში სამივეჯერ ლევან კაკულია ურტყამდა - ორ ეპიზოდში ბურთი რევაზ თევდორაძემ მოიგერია, ერთხელაც ქუთათურები ძელმა იხსნა.
36-ე წუთზე უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, კვერნაძესა და კილასონიას შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კილასონიამ ვიზავის სახეში მუშტი უთავაზა, რის შემდეგაც ლაშა სილაგავამ ორივე მათგანს წითელი ბარათი აუფრიალა.
მატჩის მეორე ნახევარი ქუთაისელთა შეტევებით დაიწყო. ძალზე აქტიურები იყვნენ გიორგი ქიმაძე და კაპანაძე, რომლებმაც ზედიზედ რამდენიმე ხიფათი შექმნეს სტუმართა კართან. მასპინძელთა აქტიურობამ შედეგი გამოიღო - კუხიანიძემ კაპანაძესთან გაათამაშა ბურთი და საჯარიმოს შიგნიდან ძლიერი დარტყმით სეფიაშვილი უქმად დატოვა.
გოლის შემდეგ ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის შეცვლის არაერთი შანსი. ტორპედოელთაგან განსაკუთრებით ქიმაძის მომენტია აღსანიშნავი - მან ცენტრიდან წაიღო ბურთი, გზად ნახევარი გუნდი ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ გასულმა სეფიაშვილის ბარიერი ვეღარ დაძლია.
ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა ფოთელთა უკრაინელ ლეგიონერ მიკოლა პოლულიახს, რომელიც გურამ გურეშიძის გადაცემის შემდეგ კარში დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან ურტყამდა, მაგრამ ქუთაისელები გოლისგან მეკარემ იხსნა.
საბოლოოდ, "ტორპედომ" თამაში მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებამდე მიიყვანა. შედეგი შედეგად და, გულშემატკივრები ქუთაისური გუნდისგან გაცილებით ხარისხიან თამაშსაც ელიან...
საქართველოს ეროვნული ჩემიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
20.09. ქუთაისი. რ. შენგელია. 2 000 მაყურებელი
ტორპედო-კოლხეთი 1:0
გოლები: 1:0 კუხიანიძე (60. კაპანაძის პასით)
ტორპედო (4-4-1-1): თევდორაძე - ტაბატაძე (71. ოდიკაძე), ჭიჭინაძე, ნერგაძე, ქიმაძე - დ.სიჭინავა (61. შინდაგორიძე), მამასახლისი, კუხიანიძე (81. ბაბუნაშვილი), კლიმიაშვილი - კაპანაძე - კვერნაძე.
სათადარიგოები: ხაინდრავა, ხურციძე, კირკიტაძე, გოგუაძე
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა (83. გ. კვარაცხელია) - ქებურია, გურეშიძე, გიგაური, კოშკაძე, ლ. კაკულია (64. ჟიშკარიანი) - ნ. სიჭინავა (69. პოლულიახი).
სათადარიგოები: ძაგანია, აფხაზავა, თ. კაკულია, კუხალეიშვილი
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: გიგაური (20), ქებურია (85)
გაძევება: კილასონია (36), კვერნაძე (36)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
მომდევნო, VI ტური
25 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-შუქურა
26 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-საპოვნელა
მერანი-გურია
ზუგდიდი-სამტრედია
დილა-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-ცხინვალი
საბურთალო-სიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Ufro gvian hegekvanat kvaracxelia, 1წუტი rom darheboda
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული