დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:1 - ფრე ქობულეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩში ბათუმის "დინამომ" საჩხერის "ჩიხურას" ქობულეთში უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.

"ჩელე არენაზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე ლუის ალბერტომ გახსნა, სტუმრებმა გათანაბრება კი თორნიკე მუმლაძის გოლით, 51-ე წუთზე შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ 67-ე წუთზე საჩხერელები კაცნაკლულნი დარჩნენ - მსაჯმა მოედნიდან ოთო კუსიანი გაძევა, თუმცა ამით მასპინძლებმა ვერ ისარგებლეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
26.09. ქობულეთი. "ჩელე არენა". 200 მაყურებელი
დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (36), 1:1 მუმლაძე
(51)
დინამო: ალავიძე, სუხიაშვილი, მახარაძე, ქათამაძე (59. ტეტუნაშვილი), შონია, ქავთარაძე (72. ვარშანიძე), გოგიტიძე, თევდორაძე (63. ჩირიკაშვილი), ბერიაშვილი, ჭკუასელი, ლუის ალბერტო.
სათადარიგოები: ტაკიძე, დიასამიძე, აბუსელიძე, მგელაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
ჩიხურა: კუპატაძე, კაშია, ჩიკვაიძე, გრიგალაშვილი, კუსიანი, განუგრავა, დობროვოლსკი, დეკანოიძე (46. მუმლაძე), კორიფაძე (46. სარდალიშვილი), ჭეჭელაშვილი (35. მეგრელიშვილი), კუჭუხიძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, კაკაშვილი, ჭანკოტაძე, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: გოგიტიძე, ბერიაშვილი, ტეტუნაშვილი - კუსიანი, მუმლაძე, კუჭუხიძე
გაძევება: კუსიანი (67)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 6
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5
ი. მოდებაძე (დილა) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 4

მომდევნო, VII ტური
3 ოქტომბერი, შაბათი
ცხინვალი-კოლხეთი
დინამო (თბ)-დინამო (ბთ)
საპოვნელა-ლოკომოტივი
სამტრედია-დილა

4 ოქტომბერი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
შუქურა-საბურთალო
გურია-ზუგდიდი
სიონი-მერანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული