"ლელომ" და "ლიდერბეთმა" სექტემბრის რჩეული მწვრთნელი და მოთამაშე დააჯილდოვეს [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოზე: უჩა სოსიაშვილი და თენგიზ გაჩეჩილაძე
გაზეთი "ლელო" კომპანია "ლიდერბეთთან" ერთად აგრძელებს ტრადიციას, რომლის მიხედვითაც, სახელდებიან ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი.

სექტემბრის თვის მწვრთნელად გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი დასახელდა, მოთამაშედ - ამავე გუნდის ფეხბურთელი ირაკლი მოდებაძე.

დაჯილდოების ცერემონიალი "ბიბლუსი გალერიში" გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნომინაციებში გამარჯვებულებმა განუცხადეს, ყოველთვის სასიამოვნოა ასეთი აღიარება და ეს მათთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

"ლელოს" მთავარი რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის თქმით, ასეთი ტიპის პროექტები
სტიმულს აძლევს როგორც ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებას.

"ვინც გამოვავლინეთ, ყველა ღირსეულია. დღესაც ღირსეულებმა დაიმსახურეს ეს პრიზი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გაზეთი "ლელო" და "ლიდერბეთი" რამდენიმე წელია, რაც ეროვნული ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენენ. ამ ნომინაციას მიმდინარე სეზონიდან ყოველთვიური ნომინაცია - თვის საუკეთესო ფეხბურთელი და თვის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაემატა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული