გიორგი დარასელია "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, ქუთაისის "ტორპედო" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩება.

კლუბის ხელმძღვანელობა გიორგი დარასელიას მუშაობით უკმაყოფილოა და ეს კლუბის დირექტორმა, ზურაბ ჩაკვეტაძემ Sportall.ge-სთან საუბარშიც დაადასტურა.

ჩაკვეტაძის განცხადებით, კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის ბოლოდროინდელი შედეგები არ მოსწონს.

"ჯერჯერობით, ვერ დაგიდასტურებთ დარასელიას წასვლის ამბავს, მაგრამ ხელმძღვანელობა შედეგებით უკმაყოფილოა. მასთან პირადი ურთიერთობები გვაქვს გასარკვევი, გადაწყვეტილებას კი ხვალ გამოვაცხადებთ", - თქვა ჩაკვეტაძემ.

ქუთაისის "ტორპედომ" ზედიზედ ორი თამაში წააგო, შინ "ცხინვალთან" და სტუმრად "ჩიხურასთან".

ცხინვალელებთან წაგებული მატჩის შემდეგ დარასელიას მდგომარეობის გამოსასწორებლად ორმატჩიანი ვადა მიეცა, თუმცა საჩხერეში დარასელიას გუნდმა
მარცხი განიცადა, შემდეგ ტურში კი "ტორპედო" ქართულ "კლასიკოს" მასპინძლობს.

ამ შეხვედრაში ქუთაისელებს ახალი მთავარი მწვრთნელი გაიყვანთ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს |ძალიან კარგი მაგრამ ჩაკვეტაძე როდის უნდა წახვიდე შენ თვითონ? რა გვჭირს ქუთაისლებს შენი მოსდატყუებელი? აბზიანიძეს და ასათიანის საუფროსო რა აქვს ტორპედოს. წადით სანამ სტადიონზევე დაგმარხავთ.
torpedo 20
18:18 05-10-2015
0
ზურა ძალიან კარგად უძგვება საქმეს,დახვდა დოფხალი.ბავშვთა სკოლის თუ სხვა საქმეების იდეები ადრე არავის ჰქონია ყველა თავისკენ ექაჩებოდა.ეს კაცი ალაგებს.სპორტულ შედეგებზე კი მთავარი მწვრთნელია პასუხისმგებელი და შედეგი რომ არ იყო ცავიდა.
dato
20:40 05-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული