უმაღლესი ლიგა. VII ტური: ლანჩხუთის "გურიამ" "ზუგდიდს" მოუგო

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის VII ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც ლანჩხუთის "გურიამ" "ზუგდიდს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე თამაშის დაწყებამდე გუნდებმა, ცოტა ხნის წინ ტრაგიკულად დაღუპული ლანჩხუთელთა მეკარის მიხეილ გოგუაძის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძელთა უკრაინელმა ლეგიონერმა დიმიტრი ზოზულიამ გახსნა. ზუგდიდელთა კარში მეორე გოლი კი 81-ე წუთზე ალექსანდრე რეხვიაშვილმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით "გურიამ" 8 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა, "ზუგდიდი" კი, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატში მოგება არ აქვს, ბოლო, მე-16
ადგილს იკავებს.

ცხრილს სათავეში თბილისის "დინამო" უდგას 18 ქულით, ერთით ნაკლები აქვს ბოლნისის "სიონს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული