უმაღლესი ლიგა. VIII ტური: მშვიდობიანი "ქართული კლასიკო"

AutoSharing Option
17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლესი ლიგის VIII ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 68-ე წუთზე დათა სიჭინავამ გახსნა, სტუმრებმა კი ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე, ბაჩანა არაბულის გოლით შეძლეს.

თბილისის "დინამო" 19 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ლიდერია, თუმცა თამაში რეზერვში აქვს მეორეადგილოსან ბოლნისის "სიონს", რომლის აქტივში 17 ქულაა.

* * *
საინტერესო დაპირისპირება გაიმართა ქობულეთში,
სადაც ბათუმის "დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ანგარიში უკვე მე-5 წუთზე გიორგი ბერიაშვილმა გახსნა, რომელმაც 71-ე წუთზე დუბლი მიითვალა.

* * *
სტუმრად მარტვილში სამი ქულა მოიპოვა ქობულეთის "შუქურამ", რომელმაც "მერანს" ანგარიშით 2:1 მოუგო. სამივე გოლი სტუმართა ანგარიშზეა - 27-ე წუთზე ავტოგოლი ალან ბაგაევმა გაიტანა, 45-ეზე გიორგი ჩელებაძემ გაათანაბრა, საბოლოო ანგარიში კი ელგუჯა ლობჟანიძემ 94-ეზე დააფიქსირა.

* * *
ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "ლოკომოტივს". ლანჩხუთში გამართულ მატჩში ყველა გოლი პირველ ტაიმში გავიდა. მე-18 წუთზე ანგარიში ალექსანდრე კოშკაძემ გახსნა, 24-ზე კი ნიკოლოზ სიჭინავამ უპირატესობა ორბურთიანი გახადა. შესვენებამდე დუბლის შესრულება მერაბ გიგაურმა (40-ე, 43-ე) მოასწრო.

უმაღლესი ლიგის VIII ტურის კიდევ ორი მატჩი "დილა"-"გურია" და "ცხინვალი"-"ჩიხურა"  ხვალ, 18 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
"ფიფიოზურ-მაფიოზური" მსაჯობა იყო,გასაგდები უნდა გაეგდოთ,ეს ფერეირა კიდე რა მურტალი და არასპორტული ფეხბურთელია ტოო, მრცხვენია დინამოსი ეგეთი ფეხბურთელი რო ყავთ.
qartveli
09:31 18-10-2015
0
ეს კომენტატორი ქუთაისელებო ნერვებს არ გიშლიით?ეს ფერეირა ხო იცით რო პროვოკატორია და რატო ყვებით?იქ რო მაგდენი ხანი არ გაჩერებულიყო თამაში,ამდენს ხოარ დაამატებდა? და არც გოლი არ გავიდოდა,
gori
09:00 18-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული