რაში ხარჯავთ ამ ფულს? - გორის მერია "დილას" ხელმძღვანელებს

AutoSharing Option
გორის საფეხბურთო კლუბ "დილას" ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა საკუთარი და ფეხბურთელების ხელფასები ისე გაზარდეს, ქალაქის მერია საქმის კურსში არ ჩააყენეს. ამის შესახებ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

საფეხბურთო კლუბი ქალაქ გორის მერიის დაქვემდებარებაშია. იქ განხორციელებული ყველა ფინანსური კომბინაცია მერთან უნდა იყოს შეთანხმებული. ამიტომ, ააიპ "გორის საფეხბურთო კლუბ დილას" ფინანსურ მდგომარეობას შიდა აუდიტი შეისწავლის.

2015 წელს გორის ბიუჯეტში "დილასთვის" 2 მლნ ლარამდე თანხა გაითვალისწინეს. ახლა კი კლუბი 2 მლნ ლარზე მეტს ითხოვს. იმ ხელფასების ფონზე, რომელიც წელს კლუბმა
ევროპული ტურნირებიდან მიღებული დივიდენდების წყალობითაც გაზარდა, კლუბის ადმინისტაციას მომავალი წლის ბიუჯეტის გეგმები გაუზარდა.

2015 წლის 21 ოქტომბერს კლუბის დირექტორს გიორგი ტუღუშს საკრებულოს ბიუროს წევრებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა.

რაში ხარჯავთ ამ ფულს? - ჰკითხეს გიორგი ტუღუშს.

კლუბის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თუ ძვირადღირებულ ფეხბურთელებს სათანადო ანაზღაურება არ ექნება, კლუბი დაიშლება.

იხილეთ ვრცლად

მომზადებულიუა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
sircxvilia wis xelshia pexburti !!!
drax
13:40 24-10-2015
0
მაგრად კი არ გევასებათ გორის დილა ამ სპორტალზე მაგრამ რაცარუნდა ცუდი სტატიები წეროთ მაინც არც დაიშლება და ჩემპიონიც გახდება
shota
21:08 24-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული