უმაღლესი ლიგა. IX ტური: თერჯოლის "საპოვნელამ" "მერანი" დაამარცხა

AutoSharing Option
24 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლესი ლიგის IX ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თერჯოლის "საპოვნელამ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ტაიმის მიწურულს გიორგი ტყეშელაშვილმა (43-ე წუთი) გახსნა, მეორე ნახევარში კი გატანილი გოლით გიორგი ბუხაიძე (52) გამოირჩა. 79-ე წუთზე სხვაობის შემცირება ლაშა ჯღამაიამ შეძლო.

ეს "საპოვნელას" მეორე გამარჯვებაა უმაღლეს ლიგაში - გუნდს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. მე-15 პოზიციაზე რჩება "მერანი", რომლის აქტივში 3 ქულაა. ცხრილს სათავეში 22-22 ქულით
გორის "დილა" და თბილისის "დინამო" უდგანან.

უმაღლესი ლიგის IX ტური კვირას, დედაქალაქური დერბით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. IX ტური: "დილამ" და თბილისის "დინამომ" მოიგეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
"მერანის" ნამდვილი გულშემატკივარი გვერდში დაუდგება გუნდს და არა ფარული სახელებით და ჰაერში ნასროლი სიტყვებით (ფაქტების გარეშე) დაწერს. კაცი ჯერ მოსული არ არის და რა პრეტენზიებს უყენებთ? მოდით სტადიონზე და დასვით შეკითხვები თუ გაქვთ მწვრთნელტან და ნებისმიერთან. ჩასაფრებული პოზიციით მიდგომა არავის მოუტანს სარგებელს, მარტვილელები ყველა ერთად უნდა იყოს და აძლიერებდეს საკუთარი რაიონის გუნდს.
tornado
22:27 28-10-2015
0
არ გინდათ იმის წერა რისი მტკიცებულება არ გაქვთ.ვიცით რომ ეს ის გუნდი არ არის რაც წინა წელს უფრო ახალგაზრდებია რთულია მაგრამ მერწმუნეთ მწვრთნელი და ფეხბურთელები მაქსიმუმს აკეთებენ გუნდის საკეთილდღეოთ.ასევე დეკემბერში ბევრი ცვლილებები იქნება დაუდექით გუნდს ყველანაირად.
ელდარი ბაკურია
19:09 28-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული