ანგარიში ტაიმის მიწურულს გიორგი ტყეშელაშვილმა (43-ე წუთი) გახსნა, მეორე ნახევარში კი გატანილი გოლით გიორგი ბუხაიძე (52) გამოირჩა. 79-ე წუთზე სხვაობის შემცირება ლაშა ჯღამაიამ შეძლო.
ეს "საპოვნელას" მეორე გამარჯვებაა უმაღლეს ლიგაში - გუნდს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა. მე-15 პოზიციაზე რჩება "მერანი", რომლის აქტივში 3 ქულაა. ცხრილს სათავეში 22-22 ქულით
უმაღლესი ლიგის IX ტური კვირას, დედაქალაქური დერბით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. IX ტური: "დილამ" და თბილისის "დინამომ" მოიგეს [VIDEO]