გურია-დინამო (ბთ) 1:1 - როცა ყველა უკმაყოფილოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეტოქეები მატჩს გვარიანი დანაკლისით შეხვდნენ და ალბათ, ესეც იყო მიზეზი, მაყურებელმა არცთუ თვალსასეირო თამაში რომ იხილა. ბოლო შეხვედრებში გახშირებული ექსპერიმენტებით მოთამაშე გურულები ვიცე-ჩემპიონთან მცირეოდენ უპირატესობას მაინც ფლობდნენ, თუნდაც - საგოლე მომენტების მხრივ.

პირველ ტაიმში ორი შანსი გაუცუდდათ მასპინძლებს - ჯერ ბოტი გოა დემელს არ გაატანინა მიხეილ ალავიძემ, რასაც ის კუთხური მოჰყვა, მცველებმა ლამის საკუთარ კარში რომ გადაგზავნეს. გურულთათვის ხეირი ვერც ერეკლე კილაძის მცდელობამ მოიტანა.

თავის მხრივ, ბათუმელებს კარში ხეირიანად დარტყმაც უჭირდათ, თუმცა მათი პირველივე "გასროლა" მიზანში მოხვდა - ამირან აბუსელიძეს
მეტად ლამაზი გოლი გამოუვიდა.

თუმცა მანამდე სტუმრებს გოლიც გაშვებული ჰქონდათ და მინიმუმ ორ აშკარა ხიფათსაც გადაურჩნენ, მერე კი სანდრო ბახიას ფლანგური გარღვევა ვანო წილოსანმა გოლით დაასრულა.

მალევე, გოლის ავტორმა ორი ხიფათი შექმნა, როცა იდეალური გადაცემები გაუკეთა თავისიანებს, მაგრამ თორნიკე მოსიაშვილმა და დემელმა ბურთს ფეხი ისე ხეირიანად ვერ მოარტყეს, "დინამოს" მეკარეს თავისი ოსტატობის ჩვენება მაინც რომ დასჭირვებოდა.

თუმცა ალავიძემ თავისიანებს ქულა მაინც გადაურჩინა, როცა 1:1-ზე ჯერ დმიტრი ზოზულიას სახიფათო დარტყმული მოიგერია და დემელის დამატებულზეც მოასწრო რეაგირება.

სულ ბოლოს ბათუმელებს 3 ქულის მოპოვების ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს და შეხვედრაც ლოგიკური შედეგით დასრულდა. თუმცა ამ შედეგმა უკმაყოფილო დატოვა ორივე გუნდი, თამაშის ხარისხმა კი - გულშემატკივარი...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
23.10. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დინამო (ბთ) 1:1
გოლები: 1:0 წილოსანი (51. ბახიას პასით), 1:1 აბუსელიძე (70. ბერიაშვილის პასით)
გურია: იმერლიშვილი, ზოზულია, ჩადუნელი, გელაშვილი, ს. ბახია, ლ. კობერიძე (79. ქურდაძე), ე. კილაძე (60. ლ. ნოზაძე), მოსიაშვილი (76. რეხვიაშვილი), ვ. წილოსანი, მაისურაძე, დემელი.
სათადარიგოები: შენგელია, ლ. მჭედლიშვილი, ლაბაძე, ზაქრაძე
მწვრთნელი: გია ჩხაიძე
დინამო (ბთ): ალავიძე, სუხიაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე, მახარაძე, ვარშანიძე, ნ. კვანტალიანი (46. ვ. თევდორაძე) , ქათამაძე (46. ჩირიკაშვილი), ქავთარაძე, ბერიაშვილი, აბუსელიძე.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ვ. ქორიძე, ფონიავა, ლუის მედინა
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ნოზაძე (72), მახარაძე (89)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 8

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
27-29 ოქტომბერი

უმაღლესი ლიგა, X ტური
31 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-საბურთალო

1 ნოემბერი, კვირა
ზუგდიდი-საპოვნელა
დილა-შუქურა
დინამო (ბთ)-სიონი
ტორპედო-გურია
ცხინვალი-სამტრედია
ჩიხურა-დინამო (თბ)

2 ნოემბერი, ორშაბათი
მერანი-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული