ჩიხურა-კოლხეთი 0:1 - სრული უსუსურობა

AutoSharing Option
"მოყვარეს პირში უძრახეს" მოტივით, როცა გუნდის გაკრიტიკებით განაწყენებულმა "ჩიხურას" სპორტულმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ იქნებ სტადიონის პრესცენტრიდან გამოძევებას არ დაგვაჯეროს და მატჩებზე დასწრებაც აგვიკრძალოს, მაგრამ მაინც ვერავის გავუწევთ დათვურ სამსახურს და "ვერ ვიტყვით კახაბერად", თუკი ამას არ იმსახურებს.

მით უმეტეს, "ჩიხურა" "კოლხეთთან" მატჩში თავისი თავის სრული ანტიპოდი იყო...

არადა, ბოლო შეხვედრები გუნდმა საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარა. ყველა მატჩში გმირობას ვერავის მოსთხოვ. ფეხბურთი ურთულესი თამაშია - ხან ასე იქნება, ხან ისე, მაგრამ როცა შეგიძლია და ამ შესაძლებლობის ფსკერს მიღმა ირჯები, როცა მიზანსწრაფვის ნატამალიც
არ გეტყობა, როცა ვერაფერს უპირისპირებ შენზე არაფრით ძლიერ მეტოქეს, "სრული უსუსურობის" მეტს ვერაფერს დავარქმევთ შენს მოქმედებას...

იგრძნეს რა მეტოქის უხერხემლობა, ფოთელებმა შესანიშნავად ორგანიზებულ პრესინგს მიმართეს და მოწინააღმდეგეს არაფერი გააბედვინეს უმისამართო პასებისა და კარს აცდენილი უამრავი დარტყმის მეტი. ამ კომპონენტში განსაკუთრებით სცოდავდნენ მასპინძლები.

პირველად მხოლოდ 61-ე წუთზე წავიდა ბურთი კარის ჩარჩოში. თვითონ კი კონტრშეტევებზეც გააზრებულად გადადიოდნენ, ორთაბრძოლების აბსოლუტურ უმრავლესობასაც იგებდნენ და ხიფათებსაც ქმნიდნენ, რამაც 36-ე წუთზე შედეგიც მოიტანა: ზედიზედ 3-ჯერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გოგონაიამ შანსი არ დაუტოვა კუპატაძეს.

ეს კი არა და, კინაღამ მეორე გოლიც გაატანეს გასახდელში 45-ე წუთზე - სიჭინავას უძლიერესი დარტყმა სულ ოდნავ ასცდა კარს.

სტუმართა ტაქტიკა არც მეორე ტაიმში შეცვლილა და არც სჭირდებოდათ, რადგან მასპინძელთა თამაშში არაფერი გამოსწორებულა. მთლად ბოლოსკენ კი, დროის გაყვანის მიზნით "კოლხები" მინდორზე ხშირად სიმულაციურად კოტრიალობდნენ.

ასეც მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. დაიმსახურეს კიდეც.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
23.10. ივანწმინდა
ჩიხურა-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 გოგონაია (36)
ჩიხურა: კუპატაძე, გრიგალაშვილი, მეგრელიშვილი, განუგრავა, კუსიანი (8. სარდალიშვილი), კუჭუხიძე, დეკანოიძე (66. მუმლაძე), ჭეჭელაშვილი (46. კორიფაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ჭანკოტაძე, კაკაშვილი, ჯოხაძე.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
კოლხეთი: სეფიაშვილი, ქებურია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, პოლულიახი, გოგონაია, კოშკაძე, ჯიშკარიანი (81. შენგელია), სიჭინავა (46. კუხალეიშვილი), კაკულია (63. კვარაცხელია).
სათადარიგოები: ძაგანია, აფხაზავა, შენგელია, ბარამიძე, კაკულია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ჩაკვეტაძე (12), ჯიშკარიანი (52), მეგრელიშვილი (74), კოშკაძე (93)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 8

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
27-29 ოქტომბერი

უმაღლესი ლიგა, X ტური
31 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-საბურთალო

1 ნოემბერი, კვირა
ზუგდიდი-საპოვნელა
დილა-შუქურა
დინამო (ბთ)-სიონი
ტორპედო-გურია
ცხინვალი-სამტრედია
ჩიხურა-დინამო (თბ)

2 ნოემბერი, ორშაბათი
მერანი-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრუიძემ დრო მოჭამა უკვე ჩიხურაში გუნდის ხელმძღვანელობის პოლიტიკა სრულიად გაუგებარია ჩემთვის,მოყავთ ისეთი ფეხბურთელები რომლებიც ადგილობრივებს ვერაფრით ჯობიან შედეგიც არ არის და ახალგაზრდა ფეხბურთელებიც ვერ ვითარდებიან.
გიორგი
18:37 26-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული