Marca: ჟერარდ სარაგოსამ ქართველებს ტიკი-ტაკა ასწავლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ჟერარდ სარაგოსამ ქართველებს ტიკი-ტაკა ასწავლა", - ასეთი სათაურით აქვეყნებს "მარკას" ვებსაიტი ვიდეოს, რომელიც თბილისური დერბის მატჩის ეპიზოდს ასახავს, "ლოკომოტივსა" და "საბურთალოს" შორის.

"ლოკომოტივის" თავკაცი ჟერარდ სარაგოსაა, რომელიც ახლახან ჩაუდგა გუნდს სათავეში. "ლოკომოტივმა" ის შეხვედრა 3:2 მოუგო "საბურთალოს".

ვიდეო 50-წამიანი მონაკვეთია, რომლის განმავლობაში ბურთი მხოლოდ "ლოკომოტივს" აქვს და გოლი ისე გადის "საბურთალოს" კარში. თავურით შერმადინ ართმელიძემ გაიტანა.

"50 წამი და 16 პასი, რომელიც ართმელიძის დიდებული თავურით დასრულდა", - წერს "მარკა".
მკითხველის კომენტარები / 4 /
თაღლითი ეგ კი არა ქართული კლუბების მენეჯმენტია. ძალიან კარგად იციან ვინც ჩამოყავთ და სად უნდა აკეთონ ფული
levani
18:12 02-11-2015
0
ყოჩაღ კარგად და გააზრებულად შეუტიეს ნამდვილად. მარცხენა მცველიც კარგად ჩაერთო შეტევაში, სწორადაც იხსნებოდნენ ფეხბურთელები. იმედია ასე გააგრძელებენ
ბოლა
18:28 28-10-2015
0

სიახლეები პოპულარული