ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" და ქუთაისის მერიამ კლუბში დასაქმებული ადამიანების ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადეს.

გამოცემამ ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მერიას, რომლის ბალანსზეც იმყოფება საფეხბურთო კლუბი და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც კლუბში დასაქმებული ადამიანების ვინაობას, მათ სამუშაო ადგილებსა და თანამდებობრივ სარგოს ეხებოდა.

ქუთაისელი გულშემატკივრისგან ხშირად ისმის, რომ კლუბში ნებისმიერ პოზიციაზე ქალაქის მერის და მისი მოადგილის სამეგობროა დასაქმებული. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი სწორედ საზოგადოების ეს მაღალი ინტერესი გახდა.

"დანართის სახით გეგზავნებათ შპს "საფეხბურთო კლუბი ტორპედოს" საშტატო ნუსხა დამტკიცებული საშტატო ერთეულებისა და თანამდებობრივი სარგოს
მითითებით. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, მოგაწოდოთ შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე (გარდა აღმასრულებელი დირექტორისა) დასაქმებულ პირთა ვინაობის ამსახველი ინფორმაცია.

აქვე, დირექტორის პოზიციას იკავებდა დავით ფრუიძე, ხოლო ივლისიდან დღემდე, კლუბის აღმასრულებელი დირექტორია ზურაბ ჩაკვეტაძე", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის 42-ე მუხლი ცალსახად განმარტავს, რომ ინფორმაცია, რომელიც ქუთაისის მერიამ და კლუბმა არ მოგვაწოდეს, მისი გასაიდუმლოება დაუშვებელია.

მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

"ყველას აქვს უფლება იცოდეს:
გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე, გადაწყვეტილებათა მიღების წესი;
დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;
ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;
ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე, სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომლებშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;
თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე, საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;
ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;
კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე, მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;
ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ, გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;
მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;
ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს".

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის" შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლში გარკვევით წერია, რომ პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რაც კლუბის შემთხვევაში არ მომხდარა.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კი ინფორმაციის გასაიდუმლოების მხოლოდ რამდენიმე პუნქტს სცნობს: პირადი საიდუმლოება, კომერციული საიდუმლოება, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება.

ქუთაისის მერიის და კლუბის მხრიდან ამ ინფორმაციაზე უარის თქმა კანონით დასაბუთებული არ ყოფილა, ამიტომ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის მერს, შოთა მურღულიასა და ვიცე-მერ ნოდარ მიქიაშვილს გუნდში საკუთარი ახლობლები, მეგობრები და კლასელები ჰყავთ დასაქმებული, ეს პასუხი კიდევ უფრო აღრმავებს.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურა ჩაკვეტაძე და მისი მოადგილე შალვა (დევი) ასათიანი მურღულიასა და მიქიაშვილის ახლო მეგობრები არიან. ვიცე-მერი მიქიაშვილი კი ასათიანის მეჯვარეა.

"ტორპედოს" საიტის ადმინისტრატორი და პრესსამსახურის წარმომადგენელი შიო აფრიდონიძე მურღულიამ და მიქიაშვილმა გამოუგზავნეს კლუბს.

ქუთაისის მერმა კლუბში კიდევ ორი "ახალი" კადრი, პაპუნა მელაძე (სელექციონერი) და კახა აბზიანიძე (გუნდის უფროსი) დაამატა, რომლებიც "ტორპედოში" ათი წლის წინაც მუშაობდნენ. კახა აბზიანიძე შოთა მურღულიას მეუღლის ახლობელია. ინფორმაციისთვის, ათი წლის წინ, როდესაც "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, გუნდში ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ჩაკვეტაძე, მელაძე და აბზიანიძე ერთად მუშაობდნენ.

ახლა, 9 ტურის შემდეგ, იმერულ გუნდს 9 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება...

Sportall.Ge
Sportall.Ge

Sportall.Ge

მაგდა კლდიაშვილი სპეციალურად Sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 38 /
ამდენი კარგი რამ გაკეთებულა გუნდში და ბარემ დავაბოლაოდ კარკად. გავუშვათ 3 ასაკოვანი 35-36 წწ ფეხბურთელები პენსიაზე. მეკარე- დამცველი და ნახევარცველი და მიაყოლეთ მენეჯერი და ..... - ყველა მთავრობის მაქებარი ჩხიკვაძე და მწვრთნელი ოდიკაძე. ვსიო.
ვასია
31 ოქტომბერი 2015 14:13
0
სირცხვილიც აღარ გაქვთ ჰო ? რა შეიცვალე უკეთესობისკენ კაცურად გეკითხები ? ხვალაც თუ წავაგეთ უკვე დაიწყება აჟიოტაჟი დირექტორის და იმ ხალხის მიმართ ვინც მოიყვანა მერიამ . გულშემატკივრებო ჯუნგლებკ ხვალაც თუ ვერ მოვიგეთ ძალის საშუალებით გავყაროთ გუნდიდან ეს მჭამაელები . რამაზ შენ რაც შეგეხება გუნდი და ჯუნგელბი შენთან ვართ !! ჯიგარი ხარ და გაფასებთ
aleko
31 ოქტომბერი 2015 13:53
0
კობი დრო აღარ ითმენს დაიქნიე ყველა ფედერაციიდან თუ კლუბებიდან! შენც კოჰაბიტაციაში თუ აპირებ მაგ ... ყოფნას მაშინ საღოლ! ქუთაისი მთლიანად უქნარა და უნიათო მედროვეების ხელშია! აღებული აქვთ მთელი ქალაქი თუ სადმე რამეა სულ თითონ არიან!
ზურა
31 ოქტომბერი 2015 13:50
0
სამი თვეა ახალი ხელძღვანელობაა კლუბში,ყველაფერი უკეთესობისაკენ იცვლება ახლი მთავარი მწვრთნელი,ახალი მიდგომები,რომ გუნდმათავი დააღწიოს მრავალწლიან წარუმატებლობას.მავანი გულზე სკდება და შავ პიარს აგორებს გუნდის ირგვლივ.
goga
31 ოქტომბერი 2015 13:13
0
აქცენტი ნუ გადაგაქვთ გვარებზე და სახელებზე. საგანგაშო აქ ის არის რომ ნეპოტიზმია გუნდში. ნამდვილად ცუდი და საგანგაშო ვითარებაა. რაში იხარჯება ჩვენი ქალაქის ფული ?
torpedo123
31 ოქტომბერი 2015 12:48
0
ალქსანდრე მეგი ვარ კუპატაძე რომელიც ახსენე . გეტყვი რომ თერჯოლის "საპოვნელაში" არ ვმუშაობ, თუმცა იმიტომ რომ დახმარება სჭირდებათ უკაპიკოდ ვეხმარები ჩემი რაიონის გუდს და ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო .
მე არავინ გამილანძღია და გამიკრიტიკებია უსაფუძვლოდ. თქვენმა ხელმძღვანლობამაც იცის ეს .
megi10
31 ოქტომბერი 2015 12:13
0
ეს ყველაფერი იმას ემსაგვსება რომ ორი დიდი კლანის დაპირისპირება მიდის მერია და ტორპედოს ხელმძ?ღვანელობა უპირისპირდება ჩხიკვაძეს და გულშემატკივარს, თუ ეგ მართალია მაგენი ვისოლის ფულს მაინც ჭამდნენ და ესენი ჩვენ ფულს ჭამენ და მაშინ შედეგი მაინც იყო ეხლა ეგეც არ არის
levani
31 ოქტომბერი 2015 11:58
0
საძმაკაცო და საახლობლო რომ შეიკრა გუდში კაი მსუყე ლუკმა გაქვთ ? ვისოლის დროსაც მუშაობდა ჩხიკვაძე გუნდში , სულ 3 ადამიანი იყო გუნდში ადმინისტრაციაში ახლა ხო ხართ ... შეყრილები ? მერიამ იპოვა პატიოსანი ხალხი ? რომელია პატიოსანი ? ან რა კადრებია ? რომელმა იცის ფეხბურთი? ჩვენ დაგვზდევთ ფანებს და ჩაკვეტაძეს ჩვენზე დაწერილი განცხადებები და საჩივრები შერჩება ჰგონია .
torpedo25
31 ოქტომბერი 2015 11:49
0
ნახეთ ეგრე თუ გაგრძელდა ტორეპედო გავარდებადროა გამოვაფხიზლოთ მერია,გაეთრიეთ გუნდიდან ფულის მკეთებლები დააბრუნეთ ის ფრუიძეც ყველაზე მეტად მომწონდა ეგ ტანდემი ხელმძღვაელობაში ფრუიძე და ჩხიკვაძე და შედეგიც იყო . თავში აუვარდა ჩანკვეტაძეს .
jungli
31 ოქტომბერი 2015 11:47
0
მაშინ რატო აქვს ასეთი ახლო ურთიერთობა გუნდთAნ აბზიანიძეს როგორც ვიცი ბაზაზეა სულ და ლოჯაშიც ვხედავ და ასე შემდეგ ! დიახ მე ვიცავ ჩხიკვაძეს მისი პიროვნების და ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო მაგ კაცის დამსახურეება ტორპედო რო არსებობს და შედეგს ხედავთ რო მოუნდათ გაშვება რაც ჭირს გუნდს ....
irakli
31 ოქტომბერი 2015 11:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული