უმაღლესი ლიგა. X ტური: სანაიას გაწვრთნილმა "კოლხეთმა" "საბურთალოც" დაამარცხა

AutoSharing Option
31 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის X ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც ფოთის "კოლხეთმა" თბილისის "საბურთალო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ეს ფოთელთა ზედიზედ მესამე გამარჯვებაა მიმდინარე ჩემპიონატში, რაც გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელის გელა სანაიას მოსვლას უკავშირდება.

უმაღლესი ლიგის X ტურის დანარჩენი შეხვედრები კვირას, 1-ელ ნოემბერს ჩატარდება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: სათასო გამოძახილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული