უმაღლესი ლიგა. XIII ტური: ბათუმის "დინამომ" თბილისში ქულა მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIII ტური მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩით გაიხსნა. ბათუმის "დინამო" თბილისის "ლოკომოტივს" ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 1:1.

შეხვედრის მე-18 წუთზე "ლოკომოტივი" წინ დემურ ჩიხლაძემ გაიყვანა, 62-ე წუთზე კი საჯარიმოდან ულამაზესი დარტყმით საბოლოო ანგარიში გელა გოგიტიძემ დააფიქსირა.

13 ტურის შემდეგ "ლოკომოტივი" 14 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს, "დინამო" - 20 ქულით მეხუთეა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათ-კვირას გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XIII ტური
28 ნოემბერი, შაბათი
გურია-დინამო (თბ)
სამტრედია-კოლხეთი
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი
სიონი-ჩიხურა

29 ნოემბერი, კვირა:
საბურთალო-დილა.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIII ტურის წინ: აბა, ნავსიანობას ვინ დააბრალებს?..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული