არნემის "ვიტესის" წარმომადგენლები "საბურთალო"-"ტორპედოს" მატჩს დაესწრებიან

AutoSharing Option
"ლელომ" ცოტა ხნის წინათ გაცნობათ, რომ არნემის "ვიტესი" პერსპექტიული ქართველი ნახევარმცველით გიორგი ხარაიშვილითაა დაინტერესებული.

გეხსომებათ, ეს ინფორმაცია "ვიტესის" წარმომადგენელმა საქართველოსა და აღამოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, გოგა გახოკიძემ მოგვაწოდა.

12 დეკემბერს, ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის კალენდარული მატჩში, "საბურთალო" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. სწორედ ამ შეხვედრას დაესწრებიან არნემული კლუბის წარმომადგენლები და ქართველი ფეხბურთელის თამაშს ადგილზე შეაფასებენ.

ხარაიშვილი საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეული ფეხბურთელია თამაშის მანერით, დრიბლინგითა და პასის კულტურით. ეგ არის, რომ მას ტრავმა ახალი მოშუშებული აქვს და ეგებ არც იყოს სასურველ ფორმაში. თუმცა ვნახოთ, ჯერ
ნუ ვიჩქარებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული