ფანების ჩხუბის გამო "საპოვნელა", "სიონი", "დინამო" (თბ) და "ცხინვალი" დაისაჯნენ

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურში მომხდარი ინციდენტები განიხილა და სასჯელებიც ჩამოარიგა...

"ცხინვალისა" და "საპოვნელას" (3:0) შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდების ქომაგებს შორის ტრიბუნაზე დაპირისპირება მოხდა - ძირითადად, სიტყვიერი, მაგრამ მცირე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მაინც იყო. ამას მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედნის ტრიბუნაზე 3 სკამი შეეწირა, თამაში კი მცირე ხნით შეჩერდა.

დისციპლინარებმა დამნაშავე მხარედ თერჯოლელები მიიჩნიეს და "საპოვნელას" 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს. ამას გარდა, იმერული გუნდი ერთ საშინაო თამაშს უმაყურებლოდ გამართავს. "ცხინვალი" კი, სტადიონზე უსაფრთხოების ზომების არასათანადოდ დაცვისთვის, 1
500 ლარით დაჯარიმდა.

თბილისის "დინამოსა" და ბოლნისის "სიონის" (5:2) შეხვედრის მე-80 წუთზე ადგილობრივმა და ბოლნისელმა გულშემატკივრებმა იჩხუბეს. დისციპლინარების აზრით, ჩხუბის მაპროვოცირებელი სტუმარი გუნდის ფანები იყვნენ, რადგან მათ პირველებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა "დინამოს" მხარდამჭერებს. ამიტომ "სიონი" 5 000 ლარით დაჯარიმდა. თბილისის "დინამო" უფრო ნაკლებს, 3 000 ლარს გადაიხდის, თუმცა უახლოეს საშინაო მატჩს მაყურებლების გარეშე ჩაატარებს. ეს შეხვედრა კი თბილისში, 16 დეკემბერს გაიმართება და "დინამო" თასზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს.

ისე, "დინამო არენა" ჩემპიონატის თამაშებზე ისედაც თითქმის ყოველთვის ცარიელია. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო სარბიელი ეროვნული პირველობის მატჩზე პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად 25 წლის წინათ, ჩემპიონატის პირველ მატჩზე ("იბერია"-"კოლხეთი") გაივსო...

"საპოვნელას" თავს სულაც კურიოზული ვითარებაა: თერჯოლელები სტუმრებს სულაც ქუთაისში მასპინძლობენ და ცხადია, მაყურებლით განებივრებულები არ არიან. კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ლოლაძის თქმით, "საპოვნელას" საერთოდ ფანკლუბიც არ ჰყავს.

"ჩვენ ფანკლუბიც არ გვყავს და ფანების გამო როგორ გვსჯიან?! ასეთი აბსურდი არ გამიგია! ან რამე განსაკუთრებული მოხდა? იყო შელაპარაკება და არავის არავინ არ უცემია, ინციდენტს გაგრძელება არც მოჰყოლია.

ხალხი სტადიონზე ისედაც არ დადის, ტრიბუნაზე სულ 20 კაცი ზის და პრემიაც ეკუთვნით. ასეთ დროს კი, რა გადაწყვეტილებას იღებენ? ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ.

ლოგიკური განაჩენის იმედს მაინც ვიტოვებ, რადგან სიტყვიერი შელაპარაკებისთვის 5 ათასი ლარი, თანაც სტუმარი გუნდისთვის, მეტისმეტია", - ამბობს ლოლაძე.

მართალია ეს კაცი: ასეთ დროს გუნდებს უმაყურებლოდ თამაში კი არ უნდა მიუსაჯო, პირიქით, სტადიონზე 5 ათასამდე ადამიანის მიყვანა უნდა დაავალო, ისედაც უმაყურებლო ტრიბუნები რომ შეავსონ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მე ზუგდიდის ბალეშიკი ვარ და იმ თამაშზე ვიყავი და ცხინვალს ვბალეშიკობდი, თერჯოლა ჩვენი საპერნიკია და მაგათი წაგება მინდოდა. რაც არ უნდა ექნა სუდიას ცხინვალი მაინც მოიგებდა, მარა ბაზარი არაა პირველ ტაიმში მოუყომარა ბაკავოიმაც და გლავნიმაც საპოვნელას და მერე 0-2-ს ამომქაჩავი საპოვნელა კი არა ცხინვალთან დინამო და დილაც არაა. კაროჩე სუსტ და უპატრონო გუნდებს მაგრად ჩაგრავენ, შეიძლება ისეთი არაფერ მარა მელკი ჯარიმებით ისე გაგწირავენ ვერაფერს ვერ გაიგებ. მე ხო თერჯოლის წაგება მინდოდა მარა პენალი რო არ დადო მეც ვაგინე სუდიას :)))
ზვიად თოდუა
11 დეკემბერი 2015 10:58
0
ფეხბურთი ემოციური სპორტია ჩემო სეხნია მოგეხსენება და როდესაც მანდილოსანი მიდის თამაშზე მას გათავისებული უნდა ჰქონდეს, რომ იქ ბევრ უხამს სიტყვას მოისმენს. საქართველოში მით უმეტეს როდესაც დაქცეულ და გავერანებულ ჩემპიონატს ის ხალხი ესწრება მართლა ვინც ფეხბურთით ცხოვრობს და საკუთარი გუნდის თამაშზე ფიქრით ათენ-აღამებს. ამას საკუთარი განცდებიდან და იმ თერჯოლელთა პოზიციიდან ვამბობ ვინც იმ დღეს სახელდახელოდ შეგროვებული ფულით ერთი მიკროავტობუსის საწვავი ,,იჩალიჩა" და 400 კმ, მთელი დღე და კიდე სხვა უხვი ყოფითი პრობლემა გვერდზე გადადო და სტადიონამდე მოაღწია.
irakli apkhaidze
11 დეკემბერი 2015 10:16
0
მე მეორე ტაიმს დავესწარი შეიძლება ვცდები კიდეც,მაგრამ მე მიმაჩნია , რომ მაინც მსაჯის მიმართ ისეთი გინებები მე რაც მოვისმინე ძალიან უხამსია , როდესაც იქ ქალებიც ესწრებიან.მსაჯები საერთოდ ,რომ ცოდავენ ბევრს ეგეც ფაქტია
irakli arqania
11 დეკემბერი 2015 00:05
0
და საერთოდ მსაჯმა გააფუჭა ის თამაში როდესაც არჩათვლილი გოლით და არ დანიშნული პენალტით ინტრიგა მოკლა და ეს დაძაბულობა ტრიბუნებზეც გადაიტანა... ცხინვალმა უკეთ ითამაშა და კაჭარავამ 21-ვე ფეხბურტელზე ძლიერად (და თერჯოლელთა აპლოდისმენტებიც დამსახურებულად მიიღო) მაგრამ მსაჯის მსგავსმა ქმედებამ გააუფერულა ეს წარმატებაც და კიდევ ერთხელ მოუსპო სტადიონზე მისვლის სურვილი ნეიტრალურ გულშემატკივარსაც... და სადისციპლინომ ხო საერთოდ მაყურებელთა ,,ანშლაგები" სხვა გზით ვერ შეაჩერა ქართულ სტადიონებზედა უქმობები გამოწერა ... როდის მოშორდება ამდენი არასებული მეტასტაზები ქართულ ფეხბურთს?...
irakli Apkhaidze
10 დეკემბერი 2015 22:23
0
მეც ვიყავი მაგ თამაშზე და მთელი თამაში პირადად ვეძახდი ქუხილავას ფეხბურთის და რეგიონების მტერს ზუსტად მისი მსაჯობიდან გამომდინარე. არ ჩათვლილი გოლი, არ დანიშნული პენალტი (რომელსაც საპოვნელას კარში აუცილებლად დანიშნავდა უფრო მსუბუქი შემთხვევის დროსაც კი თუ ცხინვალს დაჭირდებოდა) და ყვითელ ბარათებზე რომელიც ჩვენ ბიჭებს ჩამოურიგა და მეტოქეზე ,,ავიწყდებოდა" მაგას აღარ ვამბობ.
irakli arqanias-s
10 დეკემბერი 2015 22:15
0
ფანებიც ცუდათ რომ იქცევიან ფაქტია,მაგრამ ამხელა თანხაც ზედმეტია.მე ვიყავი ცხინვალი საპოვნელაზე და მსაჯის მიმართაც ძალიან ცუდად იქცევიან ეგეც ფაქტია , როდესაც ნორმალურად მსაჯობს
irakli arqania
10 დეკემბერი 2015 19:49
0
ისე კი რეგიონებში ფეხბურთის პოპულარიზაციისათვის კარგი იქნება,თუკი თბილისის დინამოს 1 წლით თელავში გადაიყვანენ, სჯობს პატარა სტადიონზე 2000 კაცი, ვიდრე ამოდენა ბეტონის ქვაბში 37 "გლადიატორის" ყვირილი :)
თანაც ეს ხომ ჩვენი ლეგენდარული კლუბია, რომელსაც დღესაც ვერ გაიგებს კაცი დინამო თბილისია თუ თბილისის დინამო :) და მისი მოვალეობა არომ რეგიონებში შეიტანოს დიდი ფეხბურთი!
jango
10 დეკემბერი 2015 16:25
0
ამათ ხო არ აჟუილებთ? :-D
rezo
10 დეკემბერი 2015 14:03
0
აშკარად უმიზეზოდ დაჩაგრეს თერჯოლის გუნდი ისედაც თავის მინდორზე ვერ თამაშობს ეს უნდოდა კიდევ ხელის შეწყობის ნაცვლად ხელს ნუგა შევუშლით ისედაც პინანსურად შეჭირვებულ გუნდებს
maxo
10 დეკემბერი 2015 12:58
0
გულშემატკივარი თუ მოდის ფული იქეთ უნდა გადაუხადო და ვალიდოლი უფასოდ:))))
შოკირებული გულშემატკივარი
10 დეკემბერი 2015 11:40
0

სიახლეები პოპულარული