გამარჯვება იზეიმა სატურნირო ცხრილის ლიდერმა თბილისის "დინამომ", რომელმაც სტუმრად ქობულეთში "შუქურასთან" მოიგო და "ზამთრის ჩემპიონი" გახდა.
გია გეგუჩაძის გუნდი ზამთრის არდადეგებს სატურნირო ცხრილის სათავეში, 40 ქულით ხვდება და მდევარ გორის "დილას" ხუთი ქულით უსწრებს. 32 ქულით მესამე პოზიციაზე "ცხინვალია".
უხვგოლიანი და საინტერესო შეხვედრა ჩატარდა "ბენდელაზე", სადაც "საბურთალომ" და "ტორპედომ" ერთმანეთს 4-4 გოლი გაუტანეს. 4 უპასუხო გოლი გაუტანა მარტვილში "მერანს" ბათუმის "დინამომ".
შეგახსენებთ,
უმაღლესი ლიგა. XV ტური
12 დეკემბერი
შუქურა-დინამო (თბ)1:3
გოლები: 0:1 გიორგი ქვილითაია (33), 1:1 გიორგი ჩელებაძე (72), 1:2 გიორგი გურული (81), 1:3 ჯაბა ჯიღაური (90).
ზუგდიდი-დილა 1:1
გოლები: 1:0 ნიკა ნარმანია (3), 1:1 ირაკლი მოდებაძე (პენ. 75).
გაძევება: გივი ქარქუზაშვილი (72, დილა), ლევან წურწუმია (90, ზუგდიდი).
მერანი-დინამო (ბთ) 0:4
გოლები: 0:1 ვაჟა ქორიძე (39), 0:2 პაპუნა ფონიავა (38), 0:3 გელა გოგიტიძე (60), 0:4 გიორგი ბერიაშვილი (89).
სიონი-სამტრედია 0:2
გოლები: 0:1 ირაკლი სიხარულიძე (22), 0:2 ბუდუ ზივზივაძე (28).
გაძევება: გაბრიელ თებიძე (36, სამტრედია).
საბურთალო-ტორპედო 4:4
გოლები: 0:1 ლაშა შინდაგორიძე (11), 1:1 გიორგი ხარაიშვილი (17), 2:1 გიორგი კოხრეიძე (23), 2:2 გიორგი კუხიანიძე (28), 2:3 ლაშა შინდაგორიძე (43), 3:3 ანდრეი ნიკონოვი (ავტოგოლი, 66), 4:3 გიორგი კოხრეიძე (78), 4:4 დათა სიჭინავა (80).
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 თორნიკე მუმლაძე (73), 0:2 გიორგი კორიფაძე (90).
11 დეკემბერი
ლოკომოტივი-ცხინვალი 0:1
გოლი: 0:1 დავით მაისაშვილი (50).
გურია-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 ვანო წილოსანი (14), 1:1 გოჩა კვარაცხელია (70).