ლევან კობიაშვილი: ჩემპიონატის დონე ყოველწლიურად უნდა ავწიოთ!

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციისა და პირველი ეროვნული ჩემპიონატის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები "ლელოსთან" სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეაფასა.

"სამწუხაროდ, პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრის იუბილეს აღნიშვნა მანამდე გადაწყვეტილი არ იყო. არადა, უმნიშვნელოვანესი მოვლენა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გზაზე დადგომის დღე იყო. ამიტომ ღონისძიებების დაგეგმვა სასწრაფოდ მოგვიხდა.

საიუბილეო კვირეული მოკლე ვადაში გაკეთდა, რისთვისაც ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლებს მადლობას ვუხდი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და მომავალი წლისთვის გადადება არ გვინდოდა. მიზნად დავისახეთ, საზოგადოება ყოფილიყო ერთიანი - ვეტერანი ფეხბურთელები, პოლიტიკოსები და მთავრობის წევრები. პოლიტიკოსები იმიტომ,
რომ 1990 წელს ფეხბურთის ფედერაციის დამოუკიდებლობაში მათ დიდი წვლილი შეიტანეს.

რადგან ჩვენი მიზანია, სტადიონებზე ხალხი დავაბრუნოთ, ასეთი ღონისძიებებით ფეხბურთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება", - ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი.

ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ არ მიიწვიეს თამაშზე თბილისის "დინამოს" ოქროს თაობების მოთამაშეები.

კობიაშვილმა ეს ასე განმარტა: "ქართული ფეხბურთის ვარსკვლავების მიმართ პატივისცემა არაერთხელ გამომიხატავს და ამას კიდევ ერთხელ დავადასტურებ, მაგრამ ეს იყო კონკრეტული დღის იუბილე. ამიტომ მოედანზე გავიდნენ პირველი მატჩისა და პირველი ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელები".

კობიაშვილი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ეროვნული ჩემპიონატის თამაშზე ტრიბუნები ისევე შეივსება, როგორც ეს 1990 წლის 30 მარტს იყო:

"ვისაც იმ მატჩის კადრები უნახავს, წარმოუდგენელია, მსგავსი დასწრება ახლა არ ინატროს. სამწუხაროა, რომ დღეს სხვა რეალობაა და ინტერესი დაიკარგა. ამ ყველაფერს შესწავლა და ანალიზი სჭირდება.

ფეხბურთის განვითარება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკაზეც - ფეხბურთი ცალკე ვერ იარსებებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხალხი დავაინტერესოთ, სტადიონზე მოვიყვანოთ და ეროვნული ჩემპიონატის დონე ყოველწლიურად ავწიოთ".

აქვე, ერთი საინტერესო ამბავი: 18 დეკემბერს, ბათუმში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმაღლესი ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდება. "ლელოს" ინფორმაციით, კლუბები ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით თავიანთ ხედვას წარმოადგენენ.

ჯერ უცნობია, ფედერაცია მათ რა წინადადებით მიმართავს, მაგრამ კლუბებში მოლოდინია, რომ სახელმწიფოს ერთიანი ფონდის საშუალებით გარკვეულ თანხას მიიღებენ. როგორც გავიგეთ, იქნება მოთხოვნა, რომ სახსრები მიზანმიმართულად დაიხარჯოს. არაა გამორიცხული, სფფ ზოგიერთ კლუბს ფორმებით დაეხმაროს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
მეგობრებო,მესმის ყველა თქვენთაგანის,მაგრამ ის არ უნდა გააკეთო ,რაზეც სხვას ძრახავ..არველაძეების ნათესავები დასაქმებულები არიან ფედერაციაშიო და იყო ერთი აურზაური :)თუმცა დირეტორები და თანაშემწეები არცერთი არ ყოფილა... მოიკითხეთ ერთი ეხლა ვისი ნათესავები არიან ??დის ქმარი!!ცოლის დაქალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ!!!ძმაკაცებზე კი ლაპარაკი არაა საერთოდ.კი ბატონო,მაგრამ მთავარია რას გააკეთებენ.
ლევანი
17:07 16-12-2015
0
დავითი-ს. განმეორდები და კიდევ ერთხელ გეტყვი, ნაადრევ შეფასებებს აკეთებ. ვაცადოთ ადამიანს მუშაობა. შემდედ ერთად ვაკრიტიკოთ, რაც არ მოგვეწონება. მაგრამ, როგორც ვატყობ, შენ ეს არ გაინტერესებს. მრჩება შტაბეჭდილება, რომ გინდა ვერ გაამართლოს ლევანმა. გარწმუნებ ასე არ იქნება და წინსვლას აუცილებლად ყველა ერთად ვნახავთ. ბოდიში და მამალი ნაცივით იქცევი. რატომ? იმიტომ რომ მეჩვენება მხოლოდ ჩასაფრებული პოზიციიდან აფასებს მოვლენებს. არაა მასე ძმაო, არა!!!
გოგი-რიგითი გულშემატკივარი
17:22 16-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული