ლანჩხუთის "გურია": უცხოელი ინვესტორი, ახალი ფეხბურთელები, ამბიციური მიზნები

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის "გურიაში" უცხოელი თანაინვესტორის შემოსვლა თითქმის გადაწყვეტილია. შესაძლო ინვესტორთან დაკავშირებით, მინიშნებებს ლანჩხუთის გამგებელი და "გურიის" პრეზიდენტი ზაზა ურუშაძეც აკეთებდა, თუმცა ამ თემაზე საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე ის კომენტარზე უარს ამბობს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, "გურიაში" რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის გადმოყვანა იგეგმება, მათ შორის - ზურაბ არზიანისა და ლევან ჯღარკავასი, რომლებიც არმავირის "ტორპედოდან" (რუსეთის I დივიზიონი) წამოსვლას აპირებენ.

ეს ფეხბურთელები ლანჩხუთში, "გურია"-"კოლხეთის" მატჩსაც დაესწრნენ. არსებული ინფორმაციით, ასევე, ლანჩხუთურ კლუბში ითამაშებს გიორგი კახელიშვილი. საუბარია ლეგიონერებზეც, მათ შორის - ნიგერიიდან და ზიმბაბვედან.

როგორც
კლუბთან დაახლოებული პირი კერძო საუბარში აცხადებს, "გურიის" მიზანი მომავალ სეზონში სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვება უნდა იყოს.

მართალია, ინვესტორის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ფეხბურთელების გადმობირებაში ნახსენებია გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, ასევე კულუარული ინფორმაციით, კლუბის ფინანსური დირექტორის, თენგიზ კიკვაძის მეგობარია.

"ლანჩხუთში კარგი გუნდის გაკეთება იგეგმება და ჩვენი გადმოსვლაც 90%-ით გადაწყვეტილია. რუსეთში ახლა შესვენებაა. ჩვენ კლუბთან გვაკავშირებს კონტრაქტი, რომელზეც, სავარაუდოდ, შევთანხმდებით და კარიერას "გურიაში" გავაგრძელებთ. ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ უკეთ მოსამზადებლად და გუნდის შესათამაშებლად.

მომავალ სეზონში "გურიას" უკვე მაღალი მიზნები ექნება. ამიტომაც მივიღეთ ლანჩხუთელთა წინადადება", - გვითხრა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერას "გურიაში" გააგრძელებს, თუმცა გვთხოვა, რუსულ კლუბთან მისი კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ინკოგნიტოდ დარჩენილიყო.

ჩვენი ინფორმაციით, "გურია" შეკრებას 10 იანვრიდან გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე დაიწყებს, სადაც უკვე მზადაა ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი. დიდი ალბათობით, თანაინვესტორი კლუბს უცხოურ შეკრებასაც მოუწყობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბატონო ვახტანგ, თქვენ გაცოცებაზე გულს ნუ გაკლიათ. მთელი ლანჩხუთი გიცნობთ როგრც ფეხბურთის მოწინააგმდეგეს. იქნებ გვითხრა რა გაინტერესებთ? თქვენ თუ არ გაქვთ პასუხი მე გეტყვით. ტენდერები იყო თქვენი ინტერესი, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩამოგაცილეს თანამდებობას. რაც შეეხება ფეხბურთს მე ლანჩხუთელი კაცი ვარ და გურიას ვგულშემატკივრობ. მიხარია როცა გავიგებ გურიის წარმატებას. თქვენ კი უკეთესია მაგ კომენტარების კეთებას სხვა რამე აკეთოთ.
ბათუ 777
17:35 29-01-2016
0
ცუდ დღეშია "გურია". სამწუხაროა!!!
მორიგი ზღაპრები...
17:45 16-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული