ლანჩხუთის "გურია": უცხოელი ინვესტორი, ახალი ფეხბურთელები, ამბიციური მიზნები

AutoSharing Option
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაციით, ლანჩხუთის "გურიაში" უცხოელი თანაინვესტორის შემოსვლა თითქმის გადაწყვეტილია. შესაძლო ინვესტორთან დაკავშირებით, მინიშნებებს ლანჩხუთის გამგებელი და "გურიის" პრეზიდენტი ზაზა ურუშაძეც აკეთებდა, თუმცა ამ თემაზე საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე ის კომენტარზე უარს ამბობს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, "გურიაში" რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელის გადმოყვანა იგეგმება, მათ შორის - ზურაბ არზიანისა და ლევან ჯღარკავასი, რომლებიც არმავირის "ტორპედოდან" (რუსეთის I დივიზიონი) წამოსვლას აპირებენ.

ეს ფეხბურთელები ლანჩხუთში, "გურია"-"კოლხეთის" მატჩსაც დაესწრნენ. არსებული ინფორმაციით, ასევე, ლანჩხუთურ კლუბში ითამაშებს გიორგი კახელიშვილი. საუბარია ლეგიონერებზეც, მათ შორის - ნიგერიიდან და ზიმბაბვედან.

როგორც
კლუბთან დაახლოებული პირი კერძო საუბარში აცხადებს, "გურიის" მიზანი მომავალ სეზონში სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვება უნდა იყოს.

მართალია, ინვესტორის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ფეხბურთელების გადმობირებაში ნახსენებია გიორგი იმნაიშვილი, რომელიც, ასევე კულუარული ინფორმაციით, კლუბის ფინანსური დირექტორის, თენგიზ კიკვაძის მეგობარია.

"ლანჩხუთში კარგი გუნდის გაკეთება იგეგმება და ჩვენი გადმოსვლაც 90%-ით გადაწყვეტილია. რუსეთში ახლა შესვენებაა. ჩვენ კლუბთან გვაკავშირებს კონტრაქტი, რომელზეც, სავარაუდოდ, შევთანხმდებით და კარიერას "გურიაში" გავაგრძელებთ. ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ უკეთ მოსამზადებლად და გუნდის შესათამაშებლად.

მომავალ სეზონში "გურიას" უკვე მაღალი მიზნები ექნება. ამიტომაც მივიღეთ ლანჩხუთელთა წინადადება", - გვითხრა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერას "გურიაში" გააგრძელებს, თუმცა გვთხოვა, რუსულ კლუბთან მისი კონტრაქტის მოქმედების პერიოდში ინკოგნიტოდ დარჩენილიყო.

ჩვენი ინფორმაციით, "გურია" შეკრებას 10 იანვრიდან გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე დაიწყებს, სადაც უკვე მზადაა ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსი. დიდი ალბათობით, თანაინვესტორი კლუბს უცხოურ შეკრებასაც მოუწყობს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ფეხბურთს ბიუჯეტიდან ნამდვილად არუნდა აფინანსებდენ მაგრამ არც ეგეთი ვაი ბიზნესის შემყურე უნდა დატოვო როცა იცი რო ბიზნესი კიარა ბიზნესის პროვოკაცია უფრო მეფობს ქვეყანაში როცა ყველა დაკრიშულ გადაკრუიშულია ქონების მფლობელები უმეტრეს შემთხვევაში თავისი კრიმინალური წარსულიდან გამომდინარე მალავენ თავიანთ ვინაობას ხოლო ვინც არ მალავს პირდაპირ აცხადებს რო სპორტი სულ კიდია და თუარ აიძულე არც დააფინანსებს არც სპორტს და არც გაჭირვებულს.ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი უბრალოდ დროებით არარის.რაც შეეხება საბჭოურ მენტალიტეტს მე იმ საბჭოური მენტალიტეტის ნაყოფი ვყოფილვარ რადგან ვერ ვიტან გაქსუებულ გამოთაყვანებულ ზომბირებულ არაფრის მკეთებელ მოლაყბე ფსევდოლიბერალებს და ურაპატრიოტებს.საქმე ლაილუის ნაცვლად აი ეს მიყვარს და არა პირიქით საბჭოეთში ყველაფერი ცუდი თუ იყო ეგეთებმა ეხლა უკეთესი გააკეთეთ რამე რათქმაუნდა თუ რამის ერთი ადგილი გაქვთ.
qutaiseli
16:41 23-12-2016
0
"ტენდერები იყო თქვენი ინტერესი, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩამოგაცილეს თანამდებობას". "ბათუ 777" რას ნიშნავს თქვენი "შინაარსიანი" წიაღსვლა?! გეტყვით: გონებრივ და სულიერ სიღატაკეს. ჩემი "ინტერესი" ტენდერები არ ყოფილა (ჩემი ინტერესის სფერო პოლიტიკური ფილოსოფიაა), არამედ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებაზე ტვალყურის დევნება სამსახურებრივად მევალებოდა, ვფიქრობ დაკისრებულ მოვალეობას კარგად, მეტიც, მაღალ დონეზე ვასრულებდი.სხვანაირად რომ ყოფილიყო გამგებელს არ გაუჭირდებოდა გათავისუფლების საფუძვლის მოძებნა და უკანონო ბრძანებას, გათავისუფლების საფუძველის მითითების გარეშე, არ დაწერდა და არ წააგებდა დავას სასამართლოს სამივე იინსტანციაში.თქვენი და თქვენისთანების პრობლემა ის არის, რომ "ვახტანგ ზენაიშვილების" სახლში ჯდომა და "ზაზა ურუშაძეების" ხელმძღვანელ პოსტებზე წამოსკუპება ნორმალური მოვლენა გგონიათ! ფეხბურთი არ გიყვართო მეუბნებით. ცდებით, თუმცა ეტყობა მე და თქვენ ფეხბურთს სხვადასხვა რამეს ვეძახით, მაგრამ მტავარი ისაა, რომ ფეხბურთის კიარა მისი ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგი ვარ, წინააღმდეგი ვარ ფეხბურთზე "ზრუნვის"საბაბით საბიუჯეტო სახსრების დატაცების. წინააღმდეგი ვარ ფეხბურთში და ზოგადად სპორტში გაბატონებული საბჭოური მიდგომების. ეგებ მოახერხოთ და გაიაზროთ, რომ ფეხბურთი ბიზნესია და ბიზნესში ბიუჯეტის თანხებით მონაწილეობა არათუ მავნებლობა, დანაშაულიცაა.საზოგადოებისთვის გადასახადების გზით წართმეულ თანხებს მთავრობა (ცენტრალური თუ ადგილობრივი) პირადი გემოვნების მიხედვით რომ ანაწილებს ეს თქვენ ნორმალური გგონიათ?! იცით რა შეამცირეთ გადასახადები, ფული დატოვეთ ხალხში და ადამიანები როგორმე თავად გადაწყვეტენ თავიანთი ფული რაში დახარჯონ: ფეხბურთზე წავიდნენ თუ თეატრში, წიგნი იყიდონ თუ ბავშვისთვის სათამაშო. თუმცა რაც აქ ვთქვი, საბჭოური ნაგავით თავგამოტენილთათვის ერთობ ძნელი გასაგებია. და ბოლოს, საკუთარ პიროვნებას ნუ მალავთ, თუ მართლა საქმეზე შეგტკივათ გული და გინდათ რომ თქვენს რეპლიკებს ვუპასუხო.
ვახტანგ ზენაიშვილი
16:11 23-12-2016
0

სიახლეები პოპულარული