ომარ მიგინეიშვილი: "ცხინვალში" მოსვლის დროს ვიცოდი, რომ უნდა მეთამაშა...

AutoSharing Option
ომარ მიგინეიშვილი საქართველოს ნაკრების კანდიდატი გახლდათ, როცა "ცხინვალში" გადავიდა. 31 წლის გოლკიპერი ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" კარს იცავდა, 2013 წლის 2 ივნისს კი, ეროვნულ გუნდის შემადგენლობაში, დუბლინის "ავივა სთედიუმზე" ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

ძირითადი მეკარე იყო გორის "დილაშიც", საიდანაც ზაფხულში "ცხინვალს" მიაშურა. თუმცა მიგინეიშვილს ამ გუნდში ერთხელაც არ უთამაშია. ამის გამო გავრცელდა ხმები, თითქოს ის გარემოს შეცვლას და მშობლიური სამტრედიის გუნდში დაბრუნებას აპირებს.

"შემოთავაზება არის, მაგრამ ჯერ "სამტრედიი
დან" კონკრეტული წინადადებით არავინ დამკავშირებია. ისე, გუნდის შეცვლა ნამდვილად მსურს. ნაკრების კანდიდატი ვიყავი და "ცხინვალში" მოსვლის დროს ვიცოდი, რომ უნდა მეთამაშა...

მაგრამ კარში ერთხელაც არ ვმდგარვარ და არც ამის მიზეზი ვიცი.

უთამაშებლობასთან შეგუებას კი არ ვაპირებ და მსურს, "ცხინვალთან" კონტრაქტი გავწყვიტო და სხვაგან გადავიდე", - ამბობს მიგინეიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამტრედიაში არ ეძახიან მაგას ტყუილია ეგ და ნუ იგონებთ რაღაცეებს
soso
18 დეკემბერი 2015 18:49
0
მანჩესტერს უნდაო და ხელფასზზე ვერ თანხმდებაო ჯერჯერობითოოო::))))
zuko2000
18 დეკემბერი 2015 09:19
0
გოგი
ამას რაუნდა ტორპედოში? არასდროს არ დამავიწყდება რაც ამან გააკეთა დინამოსთან თამაშის მერე , ამიტომაცაა სულ რო აქ და ექნება გინება ტორპედოსთან თამაში დროს. უმადური არ უნდა იყო კაცი
giga
17 დეკემბერი 2015 17:12
0
ხო ეს მაგარი იციან. სასტავიდან ამოვარდებიან და ეგრევე გაქცევა უნდათ გუნდიდან :დდ
Saba
17 დეკემბერი 2015 16:48
0
კარგი იკნება ტუ ომარი და საბანადზე ტორპედოსში დაბრუნდებიან.
გოგი
17 დეკემბერი 2015 15:47
0

სიახლეები პოპულარული