სფფ-ში ახალგაზრდული ნაკრებიდან ალექსანდრე ჩივაძის გაშვებას არ ადასტურებენ

AutoSharing Option
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და მასთან ერთად გუნდში მომუშავე ოთარ გაბელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.

თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული მცველი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას. ჩივაძის გაწვრთნილ გუნდს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, ჩატარებულ 6 მატჩში მოპოვებული 6 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და ტურნირზე მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფედერაციამ სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, სამსახურიდან ასევე დაითხოვა მურთაზ ხურცილავა, რომელიც საპატიო ვიცე-პრეზიდენტის
პოსტს იკავებდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩივაძეს ნაკრების დონის მწვრთნელამდე ბევრი აკლია, ხურცილავა კი საეთოდ ფედერაციაში არ უნდა შეუშვან. ფეხბურთი სწრაფად ვითარდება და ამათ სუფრაზე ჯდომა და სადღეგრძელოების თქმა და მოთხოვნება შეუძლიათ მხოლოდ.
ქართველი
15:22 24-12-2015
0
უმუშევარი არ უნდა დატოვონ, მაგრამ ფედერაციაში თანამდებობაზე არ უნდა დანიშნონ, უმჯობესია თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ ბავშვების აღზრდას,
ქართველი
15:20 24-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული