სფფ-ში ახალგაზრდული ნაკრებიდან ალექსანდრე ჩივაძის გაშვებას არ ადასტურებენ

AutoSharing Option
გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და მასთან ერთად გუნდში მომუშავე ოთარ გაბელია თანამდებობიდან გაათავისუფლეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ.

თბილისის "დინამოსა" და სსრკ-ის ნაკრების ლეგენდარული მცველი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს სათავეში 2012 წლიდან უდგას. ჩივაძის გაწვრთნილ გუნდს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, ჩატარებულ 6 მატჩში მოპოვებული 6 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და ტურნირზე მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფედერაციამ სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, სამსახურიდან ასევე დაითხოვა მურთაზ ხურცილავა, რომელიც საპატიო ვიცე-პრეზიდენტის
პოსტს იკავებდა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედი მაქვს, ყველას ეყოფა გონიერება და ჩივაძეს, ხურცილავას და სხვა ლეგენდა პიროვნებებს ფეხბურთის გარეთ არ დატოვებენ. მათი ფეხბურთიდან ჩამოცილება ღალატის ტოლფასი იქნება სრულიად საქართველოს წინაშე.
tngh
12:52 24-12-2015
0
პატივცემული ხალხია ყველა ვეტერანი, მაგრამ როდემდე უნდა "მართონ" ქართული ფეხბურთი? დაუთმონ გზა ახალ ხალხს და თუ ესენიც ვერ გაართმევენ თავს, ამათაც გადავაყენებთ.

irakli
14:35 24-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული