როგორც "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გვითხრა, "დილა" სეზონის განახლებისთვის სამზადისს დღეიდან დაიწყებს.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე პირველობის მეორეადგილოსნის ბედი ჯერაც გაურკვეველია.
"მეორე წრისთვის მზადებას 8 იანვრიდან დავიწყებთ. გორელები დღეს გორში შეიკრიბებიან, თბილისელები - თბილისში.
ჯერჯერობით, ჩვენი ბიუჯეტი არ დამტკიცებულა, მაგრამ ჩვენ მაინც გავწერეთ მოსამზადებელი გეგმა და პირველ სრულ შეკრებას 18 იანვრიდან თბილისში ვგეგმავთ.
ამ დროისთვის, არც ერთ ფეხბურთელს არ მოუმართავს ჩვენთვის და არ უთქვამს, რომ გუნდის დატოვება სურს",
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"