გიორგი ბიბილეიშვილი: ცდას არ დავაკლებ, რომ "საპოვნელას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელამ", რომელიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, არაერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და ამის თაობაზე "ლელო" უკვე წერდა. სხვებთან ერთად, იმერლებმა გადაიბირეს 26 წლის ტანმაღალი ფლანგელი გიორგი ბიბილეიშვილიც, ვისაც ქომაგი ბოლნისის "სიონიდან" იცნობს.

ბიბილეიშვილი მინდორს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, რაც ტრავმით იყო გამოწვეული. გუშინ "ლელომ" მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა...

- ძალიან დიდხანს იუქმეთ. მძიმე იყო ტრავმა?
- საკმაოდ. თბილისის "დინამოსთან" მატჩში ჯვარედინი იოგები გამიწყდა.

- ახლა ყველაფერი კარგადაა?
- საბედნიეროდ, ყველაფერი კარგადაა. ჯერ ერთი ოპერაცია გავიკეთე, მერე - მეორე. სარეაბილიტაციო
პერიოდიც ნაყოფიერად გავიარე ექიმ თემურ ხვედელიძესთან... ვისარგებლებ შემთხვევით და მას დიდ მადლობას გადავუხდი.

- ასეთი ტრავმები ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ კვალს ტოვებს. ტრავმის შემდეგ შიში ხომ არ დაგჩემდათ?
- არა, არანაირი შიში! უკვე საკმაო დრო გავიდა იმ ტრავმის შემდეგ. ბოლოს "რუსთავში" ვვარჯიშობდი. მართალია, ოფიციალური მატჩი არ მითამაშია, მაგრამ ამხანაგური შეხვედრები კი ჩავატარე...

- როგორც გავიგეთ, კარიერას "საპოვნელაში" გააგრძელებთ...
- კი, ასეა. "საპოვნელას" ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ამ სეზონში "საპოვნელას" მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება, მერე კი შევეცდებით, უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.

- უმაღლესში ადგილის შენარჩუნება იოლი არ იქნება...
- რა თქმა უნდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ გუნდს შესწევს საამისო ძალა. თან "საპოვნელაში" რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ითამაშებს და... ვნახოთ... მჯერა, შევძლებთ.

- მაშ, თქვენთვისაც და გუნდისთვისაც სეზონის იღბლიან მონაკვეთს ელით...
- დიახ, ასეთი მოლოდინი მაქვს. პირადად მე ცდას არ დავაკლებ, რომ "საპოვნელას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
რაც უფრო ხშირად გაჟღერდება მსგავსი ფრაზები ქართული კლუბების მიმართ და რაც მალე გახდებიან ქართული კლუბები მიმზიდველები ფეხბრთელებისთვის მით მალე მოგვისწრებს ის შედეგი რასაც წლებია ველოდებით კლუბებშიც და ნაკრებშიც. ასე რომ დაცინვით და მესის გულშემატკივრობით არაფერი გამოვა...
ჯიჯი-ს
15:16 12-01-2016
0
მახსოვს ამის თამაში სიონიდან ტორპედოს რო გაუტანა. გააძლიერებს საპოვნელას ფლანგზე.
ლევანი_თერჯოლა
14:12 12-01-2016
0

სიახლეები პოპულარული