"საბურთალო" თურქეთში გამგზავრებამდე ამხანაგურად თბილისის "დინამოს" ეთამაშება

AutoSharing Option
"საბურთალო" მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს თურქეთის საკურორტო ქალაქ სიდეში გაატარებს. სამეზობლოში გამგზავრებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური მატჩები თბილისშიც დაგეგმა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილები 20 იანვარს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამოს" შეხვდებიან, 26-ში კი "ბენდელას" სტადიონზე თერჯოლის "საპოვნელას" გაეჯიბრებიან.

საბურთალოელები თურქეთისკენ გეზს 27 იანვარს აიღებენ, სადაც რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავენ. გადაწყვეტილია, რომ 1-ელ თებერვალს გუნდი ჩეხეთის პირველი დივიზიონის მეექვსეადგილოსან "ზლინს" დაუპირისპირდება.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს დღეებში დანარჩენი მოწინააღმდეგეებიც ცნობილი გახდება. სავარაუდოდ, "საბურთალო" ბულგარეთის, რუმინეთისა და პოლონეთის კლუბებთან ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული