თერჯოლის "საპოვნელა": პლუს სომხიშვილი, თომაშვილი და დვალი ირკვევა

AutoSharing Option
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში თერჯოლის "საპოვნელამ" სულ 8 ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-15 პოზიციაზე იმყოფება. აქედან გამომდინარე, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იმერულ კლუბს გაძლიერება სჭირდება და ასეც ხდება.

"საპოვნელამ" ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება თბილისში დაიწყო, სადაც იანვრის ბოლომდე დარჩება. ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება თბილისში, "სითი სპორტში" გაიარეს.

თერჯოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის მეთაურობით, წლეულს პირველად ივარჯიშეს.

"საპოვნელას" შემადგენლობაში იყვნენ ახალწვეულები - მიხეილ ვაჭარაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ლევან შარიქაძე, ლაშა ჭელიძე,
დავით ოდიკაძე, გიორგი ბიბილეიშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, დავით ბოლქვაძე, ირაკლი ქათამაძე
და ლევან შილაკაძე.

"საპოვნელას" დირექტორ გიორგი ლოლაძის თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან:

"უახლოეს დღეებში "საპოვნელას" კიდევ რამდენიმე ახალწვეული შეუერთდება. გაირკვა, რომ დაგვემატება მეკარე გიორგი სომხიშვილი, თუმცა ჯერ ტრანსფერის იურიდიული მხარე მოსაგვარებელია.

გარდა ამისა, შესაძლოა, გორის "დილადან" იჯარით ცენტრალური მცველი გულვერდ თომაშვილი მოვიწვიოთ. ჩვენთან გადმოსვლაზე ჯაბა დვალთანაც შევთანხმდით, მაგრამ იურიდიული დეტალები მასთან დაკავშირებითაც გასარკვევია".

მისივე თქმით, სურვილი აქვთ, რომ შეკრება თურქეთში გაიარონ. მალე კლუბის ბიუჯეტი დამტკიცდება და გამოჩნდება, რამდენად რეალურია სამეზობლოში გამგზავრება.

თერჯოლელებმა პირველი საკონტროლო შეხვედრა 26 იანვარს "ბენდელას" სტადიონზე, "საბურთალოსთან" დაგეგმეს, მეორე მატჩს კი 30 იანვარს გამართავენ. მეტოქის ვინაობა მალე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ესაა ქართული ფეხბურთი?უნამუსოები ყოფოლან მაგარი გუნდი მირიან გეწაძემ დააყენა მკვდარი გააცოცხლა და ეხლა ზვიად ჯელაძე დანიშნეს მწვრთნელად?მალადეც და შემიფურთხებია მაგათთვის,ესეთი ფეხბურთელები მირიანისთვის მიეყვანათ მიეცათ ბიუჯეტი და ნახავდნენ თუ არ ითამაშებდნენ ,ან რატომ უნდა დაიწყონ შეკრება თბილიში?რას გავს ეს?ამიტომ არასდროს არ გვეყოლება კონკურენტუნარიანი კლუბები
vasikobasiladze
15:36 18-01-2016
0
გუნდი თავის მინდორზე არ თამაშობს ხან ალთასაა ხა ბალთას რაცხა ფულს ძიძგნიან პატარას და გლახაობენ ათი თუთხმეტ კაცს ჩეისვამენ მარშუტკაში და მიყავთ საბალელშიკოდ მითხარი გუნდი ვია ამას მაინც რარაცას ნიშნავდა ის ხალხი იბრძოდა იგენიც გაყარენ
მიდი ხო მოვდივარ
16:36 18-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული