რუსი მწვრთნელი და ლეგიონერები - "გურიას" ვიქტორ დემიდოვი გაწვრთნის

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" ახალი მწვრთნელი ეყოლება - 51 წლის გამოცდილი რუსი სპეციალისტი ვიქტორ დემიდოვი. ის 18 წელია სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა. 33 წლის იყო, როცა სათავეში ჩაუდგა "ვოლოჩანინს" (1997), რომელშიც ჯერ მცველის პოზიციაზე თამაშობდა, შემდეგ კი 5 წელი წვრთნიდა.

2003-04 წლებში დემიდოვი "ფსკოვ 2000"-ს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2005-08 წლებში "ლუხოვიტში" ჯერ ასისტენტი იყო, მერე - მთავარი მწვრთნელი. 2009 წელს გაწვრთნა "გუბკინი", 2010-ში - ისევ "ვოლოჩანინი", შემდეგ 2 წელი (2011-12) "ვოლგას", ერთი წელი "ტოსნოს" (2013), ხოლო 2014 წელს ჯერ "დაუგავას", შემდეგ სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" თავკაცობდა.

ცნობილია, რომ დემიდოვს თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი მალხაზ არზიანი დაეხმარება.

რაც შეეხება ფეხბურთელებს, ძველი შემადგენლობიდან, სავარაუდოდ, გუნდში დარჩებიან ერეკლე კილაძე, სანდრო ბახია, რატი იმერლიშვილი, ლუკა ნოზაძე, ზურაბ გელაშვილი, გია ჩადუნელი და უკრაინელი დმიტრი ზოზულია. ასევე, ადგილობრივები, რომლებიც დუბლშემადგენლობაში ასპარეზობენ და პირველი წრის მიწურულს ძირითად გუნდს გაუშინაურდნენ.

არსებული ინფორმაციით, "გურიაში" ითამაშებს მალხაზ არზიანის ვაჟი - ზურაბ არზიანიც. გურულები, სავარაუდოდ, დაიმატებენ შემტევ გიორგი ალავერდაშვილს, რომელიც ლანჩხუთელთა შორის 2012 წელსაც ასპარეზობდა. ასევე, საუბარია გიორგი კახელიშვილსა და არნო ჩუენსუზე. კამერუნელი ლანჩხუთელთა ღირსებას წლების წინათაც იცავდა და ადგილობრივ ქომაგებში დიდი სიყვარულითაც სარგებლობს.

ამჟამად გუნდი ურეკშია შეკრებილი. სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში უკვე არიან ლეგიონერები რუსეთიდან, უკრაინასა და სომხეთიდან. სამშაბათს, დღის ბოლოს ელოდნენ ლეგიონერებს აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან.

საერთო ჯამში, უცხოელთა რაოდენობა, სავარაუდოდ, ათამდე იქნება. მწვრთნელები მოგვიანებით გადაწყვეტენ, ვის დაიტოვებენ და ვის - არა.

"გურიის" ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელებსა და ახალწვეულებს ამ დღეებში ოფიციალურად წარადგენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოსიაშვილი წავიდა უკვე შუქურაში.რაც შეეხება ლეგიონერებს კარგი ფეღბურთელებია სუყველა.კიდე ელოდებიან ჯერ რამდენიმე ფეღბურთელს.აღარანაირი ჩეპე აღარ მოხდება.
გიორგი
13:17 22-01-2016
0
ესენი მართლა აღარ ხუმრობენ, იმედია ზედ ჩემპიონატის სტარტზე არ იქნება რაიმე ჩეპე.
sabonis
12:24 20-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული