საქართველოს ჩემპიონატი 19 თებერვლიდან განახლდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის 2015/16 წლების სეზონი 19 თებერვალს, XVI ტურის მატჩებით განახლდება.

დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 17 თებერვალს შედგება. მიმდინარე სეზონში საქართველოს თასისთვის "დინამო თბილისი", "ვიტ ჯორჯია", "სიონი" და "ჩიხურა" გააგრძელებენ ბრძოლას.

ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 20 აპრილს და 5 მაისს გაიმართება, ფინალი კი - 18 მაისს.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XVI ტურის ყველა მატჩი 19 თებერვალს გაიმართება.

საბურთალო (თბილისი)-ცხინვალი (ცხინვალი)
ლოკომოტივი (თბილისი)-ჩიხურა (საჩხერე)
ზუგდიდი (ზუგდიდი)-დინამო (ბათუმი)
საპოვნელა (თერჯოლა)-დინამო (თბილისი)
შუქურა (ქობულეთი)-სამტრედია (სამტრედია)
მერანი (მარტვილი)-ტორპედო (ქუთაისი)
კოლხეთი (ფოთი)-დილა
(გორი)
სიონი (ბოლნისი)-გურია (ლანჩხუთი)

სფფ-ის პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული