დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 17 თებერვალს შედგება. მიმდინარე სეზონში საქართველოს თასისთვის "დინამო თბილისი", "ვიტ ჯორჯია", "სიონი" და "ჩიხურა" გააგრძელებენ ბრძოლას.
ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 20 აპრილს და 5 მაისს გაიმართება, ფინალი კი - 18 მაისს.
ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XVI ტურის ყველა მატჩი 19 თებერვალს გაიმართება.
საბურთალო (თბილისი)-ცხინვალი (ცხინვალი)
ლოკომოტივი (თბილისი)-ჩიხურა (საჩხერე)
ზუგდიდი (ზუგდიდი)-დინამო (ბათუმი)
საპოვნელა (თერჯოლა)-დინამო (თბილისი)
შუქურა (ქობულეთი)-სამტრედია (სამტრედია)
მერანი (მარტვილი)-ტორპედო (ქუთაისი)
კოლხეთი (ფოთი)-დილა
სიონი (ბოლნისი)-გურია (ლანჩხუთი)
სფფ-ის პრესსამსახური