"ლანჩხუთის "გურიაში" აქტიურად მიმდინარეობს სელექციის პროცესი, რის შემდეგაც, გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი გულშემატკივარი - ჩვენი მწვრთნელები მოახერხებენ ისეთი ფეხბურთელების შეკრებას, "გურიას" კარგად დაბალანსებულ, ბრძოლისუნარიან გუნდად რომ აქცევს.
უახლოეს დღეებში, როცა სამწვრთნელო შტაბი შერჩევის პირველ ეტაპს დაასრულებს, ოფიციალურად გაცნობებთ ამ სიახლეების შესახებ. გეტყვით, რომ ამჟამად "გურიაში" წვრთნას რამდენიმე ლეგიონერი, მათ შორის თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი გადის.
როგორც იცით,
ასევე ინვესტორის მიერ და მისივე ხარჯით, დაგეგმილია ერთკვირიანი შეკრების მოწყობა თბილისში", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გურიას" თემა იყო ერთ-ერთი მთავარი იმ საკითხებს შორის, რაც ხუთშაბათს ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.
ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა:
"მალე გეტყვით, ვინ არის სპონსორი. ყველა ხარჯს ის ფარავს. მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყვანა და შემდეგ ევროპაში სარფიანად გაყიდვაა. ამჟამად ჩვენს გუნდში 7 უცხოელი ვარჯიშობს. ერთი - საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, 19 წლის, რომელიც, მეტად პერსპექტიულია.
ერთი არის კოტ დივუარის ნაკრების მოთამაშე, 2 ნიგერიელია და ორიც უკრაინელი.
ეს სპონსორი დიდი ხვეწნის შემდეგ მოვიდა. თუ დღეს ვეტყვით, რომ წავიდეს, წავა. ვინ არ შევაწუხე, ლამის დავუჩოქე ხალხს, რომ წამოსულიყვნენ. მათ არც ჩვენი ბაზა უნდათ, არც სხვა რამ...
...რაც შეეხება გრიგოლეთის ბაზას, როცა გუნდი თბილისიდან ჩამოვა, სწორედ ამ ბაზაზე დაბინავდება. უბრალოდ, იქ არის მინდვრის პრობლემა. სპეციალისტი უკვე ჩამოვიყვანეთ და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ეს პრობლემა მალე მოგვარდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კაკაურიძე ჩადი ერთი ურეკშ. და გაიგე რა ხდება ჩვენს თავს)))
ზაზა ურუშაძეს ყველამ მადლობა უნდა უთხრას, ეს კაცი ბევრს აკეთებს ფეხბურთისთვის.
მთავარია 1 წლიანი გუნდი არ გაკეთდეს..
წარმატებები გურიას!