გორის "დილაში" ირანელი ფეხბურთელები ისინჯებიან

AutoSharing Option
ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გორის "დილაში" ორი ირანელი ფეხბურთელი ისინჯება.

სეიდ ჰოსეინი პოზიციით მარცხენა მცველია, ხოლო შოებ ამირი - მარჯვენა ნახევარმცველი.

ფეხბურთელები პირველად "დილას" შემადგენლობაში" დღეს გამოჩნდნენ, ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.

ხვალ, 28 იანვარს გორელები, ე.წ. მარაკანას სტადიონზე "საპოვნელას" დაუპირისპირდებიან. ირანელ ფეხბურთელებს ხვალ კიდევ ერთხელ მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება და სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში.

ბოლნისის "სიონსა" და გორის "დილას" შორის მატჩი ბოლნისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. 84-ე წუთზე გოლის გატანა ოთარ კობახიძემ შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სეთურიძე გაუშვეს და ირანელები მოკავთ ვინც ჩემპიონობა მოაგებინა სადაა სამართალი
მიხო
01:39 29-01-2016
0
არ დაიღალეთ ამ უაზრო და ბოროტული ომენტარებით? თვითონ იყვნენ მოსულები გუნდში გასასინჯად ფეხბურთელები და გუნდმა უარი ვერ უთხრა. რაც არ უნდა მოხდეს დილას გარშემო ყველაფერს ცუდ კონტექსტში რატომ აღიქვამთ?
chicharito
12:57 28-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული