თბილისის "ლოკომოტივი" ესპანეთში, გიორგი დევდარიანი აკადემიაში

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" მეორე წრისთვის მზადების პირველი ეტაპი "ვიტ ჯორჯიასთან" ამხანაგური მატჩით დაასრულა. ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილებმა 3:1 გაიმარჯვეს. გოლები გეგა დიასამიძემ, რევაზ ჩიტეიშვილმა და ერეკლე სულთანიშვილმა გაიტანეს.

"ორშაბათს, 1-ელ თებერვალს ესპანეთში მივფრინავთ და ბენიდორმთან ახლოს, ალდირში ვივარჯიშებთ.

იქ 15 თებერვლამდე გავჩერდებით და ოთხ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ: პირველი სპარინგი 3 თებერვალს, პოლონეთის ექსტრაკლასას მესამეადგილოსან "კრაკოვიასთანაა" დაგეგმილი. 8 თებერვალს დონეცკის "შახტართან" ვითამაშებთ, 11-ში სლოვაკურ "ზეპლინს" დავუპირისპირდებით, ხოლო 14-ში დანიურ "რანდერსს".

ამით შეკრებას დავასრულებთ და მეორე დღეს საქართველოში გამოვემგზავრებით", - გვითხრა კლუბის მენეჯერმა
თამაზ ბოკერიამ
.

თბილისის "ლოკომოტივში" საინტერესო ამბავი მოხდა: კლუბის აკადემიაში სამუშაოდ გიორგი დევდარიანი მიიწვიეს.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გარდა, 43 წლის სპეციალისტს "თბილისში", "საბურთალოში", თბილისის "დინამოში", გორის "დილასა" და თბილისის "ლოკომოტივში" უმუშავია, ბოლოს კი "ტრაბზონსფორში" შოთა არველაძეს ეხმარებოდა.

დევდარიანი "ლოკომოტივის" 17-წლამდელთა გუნდში იმუშავებს. ეს გუნდი ჭაბუკთა ლიგაში მეორე ადგილზეა და ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული