ბათუმელთა მეორე ლეგიონერი ნიკოლა კომაზეცი თავდამსხმელია და არაერთი ქვეყნის გუნდში უთამაშია: სერბულ კულას "ჰაიდუკში" (2008-11), რუმინულ "პეტროლულში" (2011-12), სლოვენიურ "მარიბორში" (2012-13), ტაილანდურ "ვსუპჰანბურში" (2013), ბოსნიურ "სარაევოში" (2013-14), კორეულ "ბუსანში" (2014), ნორვეგიულ "ჰაუგესუნდში" (2014), გასულ წელს კი კიდევ ერთ ტაილანდურ კლუბში, კერძოდ, "პატაია იუნაიტედში" მოსინჯა ძალები. 2005-06 წლებში ითამაშა სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრებში, სადაც ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა.
კომაზეცი 28 წლისაა, სიმაღლეც
საინტერესოა, რომ გუნდს შეკრებაზე ბათუმის "დინამოს" ფანკლუბის ("პირატები") წევრებმა ჩააკითხეს. მათ 1500 კილომეტრი გაიარეს იმისთვის, რათა საყვარელი გუნდისთვის სლოვაკურ "პოდბრეზოვასთან" პირველ ამხანაგურ მატჩში (0:0) ეგულშემატკივრათ. ცხადია, დინამოელებისთვის ეს სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"